გუარამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გუარამ კურაპალატი)
Jump to navigation Jump to search
გუარამი
ერისმთავარი
მმართ. დასაწყისი: 575
მმართ. დასასრული: 600
წინამორბედი: სასანიდი მარზპანი
მემკვიდრე: სტეფანოზ I
შვილები: სტეფანოზ
დემეტრე
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ბაგრატ ბივრიტიანი[1]
გუარამის მონეტა (შეინიშნება სასანიდური გავლენა).

გუარამ, გვარამ კურაპალატი[2]იბერიის მეფე კუროპალატი (575–600) სასანიანთა იმპერიის ადმინისტრაციული მოხელის – მარზპანის (სპარს. ოლქის მმართველი) გამგებლობის შემდეგ და კლარჯეთ-ჯავახეთის ერისმთავარი; კურაპალატი (588–≈590).

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოსლვა ქასრესი, გუარამ კუროპალატი[3]

ხოლო ძენი ბაკურ მეფისანი ვერ იპყრობდნენ მეფობასა სიმცირითა და დაშთნენ კახეთს. მაშინ სპარსთა მეფემან წარმოგზავნა ძე თჳსი ქასრე ერისთავად რანისა და მოვაკანისად. ამან ქასრე წარიბირნა ერისთავნი საქართველოსანი და მანვე მოსცა სამკჳდროდ საერისთონი და ნიჭნი დიდნი. განდგნენ თჳს-თჳსად ერისთავნი ივერიისანი და ხარკსა მისცემდნენ ქასრეს და ძენი ბაკურ მეფისანი იყვნენ მთიულეთს და ძენი მირდატისნი კლარჯეთს. სხუა ყოველი ქართლი, სომხითი დაიპყრეს სპარსთა და ბრძოდნენ ბერძენთა. შემდგომად ამისა იქმნა შფოთი სპარსეთს და წარვიდა ქასრე შუელად მამისა თჳსისა, რამეთუ უცალო იქმნენ სპარსნი; მაშინ შეიკრიბნენ ყოველნი ივერიის ერისთავნი და ითხოვეს მეფედ თჳსად ბერძენთა კეისრისაგან ნათესავი თჳსთა მეფეთა. ესე მოთხოვნა იყო, ოდეს უფლებდნენ აზნაურნი და მოაკლდა უფლება მათი ბოროტთა მათთაგან.
მასვე ჟამსა მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა; არმაზი შემცირდებოდა და კალა გამდიდრდებოდა. ხოლო კეისარმან მოსცა მეფედ გუარამ ასულის-წულისაგანი ვახტანგ გორგასლისა მირდატის დისაგანი და თჳთ ბაგრატოვანი და კეისარმან მოსცა გუარამს კურადპალატობა და პატივ-სცა და შემოკრბნენ ყოველნი ერისთავნი და სპასპეტნი ივერიისანი, კათალიკოზი სჳმეონ და ეპისკოპოზნი და აკურთხეს გუარამ მეფედ გიორგიისად დასაბამით წფკდ, ბერძულსა ხპგ, ქრისტეს აქეთ ფოე, ქართულსა ტკზ, ინდიკტიონსა ჱ[4].

ამ დროს იუსტინე II ებრძვის სპარსეთის მეფეს ქასრეს ანუ ხოსროს და ქართველნი იუსტინეს მომხრეთ იბრძვიან. გვარამ იწყობს შენებას ჯვარ-პატიოსნის ეკლესიისას მცხეთის პირ-და-პირ და ტფილისის სიონისას, (ქართლის ცხოვრება, გვერდი 161). ამ დროს ცილება ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოების გამო. კათალიკოსი სვიმეონ ანუ კვირიონ განდევნის ხალკიდონის კრების მოწინააღმდეგეს ცორტავის ეპისკოპოსს შუშანიკის სასაფლაოდამ და დვინის კრება (596 წ.) არღვევს ქართველთ და სომეხთ სარწმუნოებრივს კავშირს. კათოლიკოსი სვიმეონ და ჯდება სამოელ; † სამოელ და ჯდება სამოელ.[5]

სუმბატ დავითის ძე და ჯუანშერი ერთხმად აღიარებენ, ბიზანტიის კარზე გუარამის კურაპალიტად დანიშვნას. გუარამი ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველი კურაპალატია.

ვიკიციტატა
„ვახტანგის შთამომავლობამ ვერ შეძლო მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ბერძნები დასავლეთ საქართველოში გაბატონდნენ. იმპერატორი მავრიკიოსი მთელი საქართველოს გამგებელი გახდა. აქ ისე იქცეოდა, როგორც ქვეყნის სრულუფლებიან მბრძანებელს შეჰფერის: მეფედ დასვა გუარამი, ბაგრატოვანთა გვარიდან და კურაპალატობა (ტიტული, რომელიც იმპერატორის სასახლის მარშლის წოდებას შეესაბამებოდა) უბოძა (575-600). მაგრამ მისმა ძემ, სტეფანოს I-მა, სპარსეთის მეფის შიშით ზურგი აქცია ბერძნებს, იმპერატორმა ჰერაკლემ, რომელიც იმხანად საქართელოში შემოიჭრა, ალყა შემოარტყა თბილისს, მოკლა სტეფანოზი და საქართველოს მეფის, ბაკურის ძე მთავრად დასვა.“

სპარსეთის დამარცხების შემდეგ ჰერაკლე ისევ დაბრუნდა საქართველოში, სადაც რამდენიმე ეკლესია ააგო, რითაც ხელი შეუწყო ქრისტიანობის განმტკიცებას.

მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს შატბერდისეული ვერსია მოგვითხრობს: სპარსნი უფლებდეს ქართლს და სომხითს და სივნიეთს და გუასპურაგანს; და კათალიკოზი იყო სამოველ და ნელად-რე შეკრბა ქართლი. და განაჩინეს ერის-თავად გუარამ და მერმე - კურაპალატად-ცა. ამან დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯუარისაჲ და ამას ზე-ვე იყო კათალიკოზი სამოელ-ვე სხუაჲ. და ტფილისისა მკჳდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერის-თავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე. და მისა შემდგომად ერის-თვობდა სტეფანოზ, ძჱ მისი, ძმაჲ დემეტრესი, და იქმოდა ეკლესიასა ჯუარისასა[6].

სუმბატ დავითის ძე გუარამს თვლის ქართველ ბაგრატიონთა მამათავრად. წყაროების საერთო მოწმობით, გუარამმა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ბოგვერაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 287, თბ., 1978 წელი.
  • ვ. გოილაძე, VI საუკუნეში ქართლის ადგილობრივი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დათარიღებისათვის. მაცნე, ისტორიის სერია №1, 1979;
  • ა. ბოგვერაძე, ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს აღდგენა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი II, თბილისი, 1973;
  • მ. ბახტაძე, ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბილისი, 2003;
  • ზ. ალექსიძე, ქართლში ბაგრატიონთა დინასტიის პირველი გამოჩენა, კრებული ბაგრატიონები, თბილისი, 2003.
  • ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა I. თბილისი, 1955. გვერდი 218-222;
  • სუმბატ დავითის ძე, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა I. თბილისი, 1955. გვერდი 372-374;
  • მოქცევაჲ ქართლისაჲ, ძველი ქართული აგოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. ი. აბულაძის გამოცემა I, თბილისი, 1963;
  • პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა II. თბილისი, 1965;
  • თეოფანე ბიზანტიელი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა III. თბილისი, 1936;
  • მენანდრე პროტიქტორი, გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა III. თბილისი, 1936.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
სასანიდი მარზპანი
ქართლის მეფე კურაპალატი
575600
შემდეგი:
სტეფანოზ I