გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინი

გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინი (Delphinus capensis) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. ჩვეულებრივ დელფინთა სახეობა. მოკლედინგა ჩვეულებრივ დელფინთან (D. delphis) შედარებით უფრო შეზღუდულ სივრცეებშია გავრცელებული. ბინადრობს ტროპიკული და უფრო თბილი ტემპერატურის მქონე სანაპირო წყლებში. გავრცელების სივრცე მოიცავს დასავლეთდა სამხრეთ აფრიკას, სამხრეთ ამერიკის დასავლეთის დიდ ნაწილს, ცენტრალური კალიფორნიიდან ცენტრალურ მექსიკამდე სივრცეს, პერუს სანაპიროს, იაპონიის, კორეისა და ტაივანის ირგვლივ სივრცეებსა და ომანის მახლობელ წყლებს.[1] შემჩნეულია უკიდურეს ჩრდილოეთშიკუნძულ ვანკუვერთანაც. ბინადროვენ წყალარჩხ, თბილი ტემპერატურის მქონე სანაპირო წყლებში. ცხოვრობენ ტროპიკულ და სუბტოპიკულ რეგიონებში.[2]

ფიზიკური დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრძელდიინგა ჩვეულებრივი დელფინის გავრცელების სივრცე

გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინი საშუალო ზომისაა, თუმცა ბოთლდინგა დელფინზე უფრო პატარაა. ზრდასრულები 1.9-2.5 მეტრის სიგრძის არიან და 80-დან 235 კგ-მდე იწონიან. მამრები უფრო გრძელები და უფრო მძიმეები არიან. გამოირჩევიან უჩვეულო ფერებით. ზურგი მუქი ფერის აქვთ, ხოლო მუცელი - თეთრი, თუმცა წინ ღია ნაცრისფერი, ყვითელი და ოქროსფერი, ხოლო უკან მუქი ნაცრისფერი დაჰკრავთ. ექოლოკაციისთვის წრიული ფორმის მელონს იყენებენ. ზედა და ქვედა ყბაზე 60-60 პატარა, ბასრი კბილები აქვს. გრძელდინგა ჩვეულებრივ დელფინს დელფინისებრთა შორის ყველაზე მეტი კბილი აქვს.[3][4][2][5][6]

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინი ჩვუელებრივი დელფინების გვარს, Delphinus-ის ოჯახს და დეფინისებრთა რიგს მიეკუთვნება. 1990-იანი წლების შუა ხანებამდე Delphinus-ის ოჯახის შიგნით სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისგან გამოყოფილ სახეობად არ მიიჩნეოდა, მაგრამ ყველა ინდივიდი D. delphis-ის სახეობებს მიეკუთვნებოდა. 1994 წელს ეს სახეობები ჰეინინმა და პირინმა გამოიკვლიეს, ხოლო შემდეგ კინგსტონმა და როსელმა დაამტკიცეს, რომ ისინი სხვადასხვა სახეობას წარმოადგენდნენ. დღეისთვის Delphinus-ის ოჯახში ორი სახეობა გამოიყოფა: მოკლედინგა ჩვეულებრივი დელფინი (D. delphis) და გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინი. გრძელდინგა ჩვეულებრივდელფინს მოკლედინგა ჩვეულებრივ დელფინზე უფრო გრძელი დინგი და როსტრუმი აქვს.[2][1][3][7][8]

ზოგჯერ ინდო-წყნარ ოკეანურ ჩვეულებრივ დელფინს სხვა სახეობას (D. tropicalis) მიაკუთვნებენ, თუმცა უმთავრესად მაინც გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინის ფორმად მიიჩნევენ.[9]

ქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრძელდინგა ჩვეულებრივ დელლფინს ასობითდა ათასობით წევრთან ერთად ცხოვრება შეუძლია. ჩვეულებრივ ამ დიდი ჯგუფების შიგნით უფრო მცირე, 10-დან 30 ინდივიდამდე, ერთნაირი სქესისა და ასაკის სუბჯგუფები ყალიბდება. ზოგჯერ გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინები სხვა სახეობებთან ამყარებენ კავშირს. ახასიათებთ კომპლექსური თამაში და უკბილო ვეშაპისებური ქცევაც, აგრეთვე ზედაპირთან ახლოს ვეშაპისებრთა ქცევები და საჰაერო აკრობატიკა.[3][1]

გრძელდინგა ჩვეულებრივი დელფინი პატარა თევზებით, როგორიცაა სარდინები, ქაფშიასებრნი, სციენისებრნი და სხვ. ზოჯერ პატარა თავფეხიანებითაც იკვებებიან, როგორიცაა რვაფეხები და კალმარები, უფრო იშვიათად კი პატარა კიბორჩხალებითა და კიბოსნაირებით. შეუძლიათ წყლის ქვეშ 900 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და 8 წუთის განმავლობაში სუნთქვის შეკავება.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Perrin, W. (2002). „Common Dolphins“, Encyclopedia of Marine Mammals. Academic Press, გვ. 245–248. ISBN 978-0-12-551340-1. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Eileen Mary Dee. Long-beaked common dolphin. Encyclopedia of earth (December 2011). ციტირების თარიღი: April 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 (2006) Whales, Dolphins and Other Marine Mammals of the World, გვ. 174–176. ISBN 978-0-691-12757-6. 
  4. Reeves (2002). Guide to Marine Mammals of the World, გვ. 388. ISBN 978-0-375-41141-0. 
  5. The Common Dolphin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-19. ციტირების თარიღი: 2008-07-03.
  6. Jefferson TA, Webber MA, Pitman RL (2008) Marine mammals of the world. Elsevier, Amsterdam. ISBN 0123838533.
  7. Heyning JE, Perrin W F (1994) Evidence for two species of common dolphins (genus Delphinus) from the eastern North Pacific. Los Angeles County Mus. Nat. Hist. Contr. Sci. 442: 1–35.
  8. Kingston SE, Rosel PE (2004). „Genetic differentiation among recently diverged delphinid taxa determined using AFLP markers“ (PDF). The Journal of Heredity. 95 (1): 1–10. doi:10.1093/jhered/esh010. PMID 14757724.
  9. Hammond, P.S.; Bearzi, G.; Bjørge, A.; Forney, K.; Karczmarski, L.; Kasuya, T.; Perrin, W.F.; Scott, M.D.; Wang, J.Y.; Wells, R.S. (2008). „Delphinus capensis“. The IUCN Red List of Threatened Species. IUCN. 2008: e.T6337A12663800. doi:10.2305/IUCN.UK.2008.RLTS.T6337A12663800.en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 16 January 2018. მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)