გროზნოს მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი
გროზნოს მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 43°18′38″ ჩ. გ. 45°42′04″ ა. გ. / 43.31056° ჩ. გ. 45.70111° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | გროზნო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1868-1890 |
გროზნოს მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი (რუს. Храм Михаила Архангела) — მართლმადიდებლური ტაძარი გროზნოში. აგებულია XIX საუკუნეში.
მთავარანგელოზის ეკლესიის ანსამბლი წარმოადგენს არქიტექტურის ძეგლს და იმყოფება სახელმწფოს დაცვის ქვეშ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 25 ნოემბრის № 413 დადგენილების შესაბამისად. ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებამდე ჩეჩნეთ-ინგუშეთში ორი მოქმედი მართლმადიდებელი ტაძრიდან ერთ-ერთი.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მახაჩყალის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარი დააარსეს თერგის კაზაკებმა XIX საუკუნის დასასრულს. ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 1868 წელს და დაასრულეს 1890 წელს. ტაძრის კურთხევა კი მოხდა 1892 წელს. შენობა ააგეს ბუნებრივი ქვით საზოგადოებრივი შემოწირულობის თანხებით.
2004 წელს ტაძრის შენობა ნაწილობრივ აღადგინეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ფინანსებით. მოგვიანებით რუსეთის მშენებლობის ფონდიდან გამოიყო ფინანსები ტაძრის მშენებლობისათვის. მშენბელობა მიმდინარეობდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალი ალხანოვისა და პრემიერ-მინისტრ რ. ა. კადიროვის დაფინანსებითა და ორგანიზებით.
რეკონსტრუქციის შემდეგ ტაძარი აკურთხეს 2009 წლის 26 აპრილს. ცერემონიალში მონაწილეობდა ფედერაცის საბჭოს ვიცე-სპიკერი ალექსანდრე ტორშინი.
2018 წლის 19 მაისს ერთ-ერთი ღამისთევის რიტუალის დროს ტაძარზე მოხდა თავდასხმა. დაიღუპა ერთი მაცხოვრებელი და ორი პოლიციელი. ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციას თავად რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Церковь Михаила Архангела в Грозном — краткая информация
- В Грозном освящают православный храм Михаила Архангела
- В Грозном освящен отреставрированный храм Архангела Михаила
- «Храм Михаила Архангела в Грозном восстанет из пепла» — беседа с со старостой храма и нач. строительства[მკვდარი ბმული]
- Когда умереть — счастье. Фильм о настоятеле храма священнике Анатолии Чистоусове