გრინვეი საქართველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გრინვეი)
გრინვეი საქართველოს ლოგო

გრინვეი საქართველო - ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპეტირების ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების სერვისს სთავაზობს. კომპანიის მომსახურების ცენტრები ქვეყნის 26 წერტილშია განლაგებული.[1] გრინვეი საქართველო მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას სამი მობილური სადგურით ემსახურება.

გრინვეი საქართველოს პარტნიორია ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მსოფლიო ლიდერი კომპანია „Applus+”, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში ოპერირებს. „Applus+”-ის[2] საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა ევროპული სტანდარტების მქონე ტექნიკური ინსპექტირების კომპანია გრინვეი საქართველო.[3]

საერთაშორისო სტანდარტის უზრუნველსაყოფად გრინვეი საქართველოს მსოფლიოში ცნობილ ავტოტექინსპექტირების აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანია Actia -სთან თანამშრომლობს. ტექინსპექტირების პროცესში გრინვეი საქართველო „actia-ს“ ტექნოლოგიას და აპარატურას იყენებს.

გრინვეი საქართველოში 350 ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულებმა გადამზადება ესპანეთში გაიარეს. კომპანიის თანამშრომლები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ აქტიურად გადიან.[4]

სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს ავტომანქანების ტექდათვალიერების რეფორმა.[5] 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება უკვე სავალდებულო გახდა 3.0 და მეტი ძრავის მქონე მანქანებისთვის, 2019 წლის 1 იანვრიდან კი - ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]