გრიგორ ეღიაზარიანი
| გრიგორ ეღიაზარიანი | |
|---|---|
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | გროგორ ეღიაზარიანი |
| დაბ. თარიღი | 8 (21) დეკემბერი, 1908 |
| დაბ. ადგილი | ს. ბლური, ერევნის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
| წარმოშობა |
|
| გარდ. თარიღი | 4 ნოემბერი, 1988 |
| გარდ. ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ |
| დასაფლავებულია | Tokhmakh cemetery |
| ეროვნება | სომხები[1] |
| ჟანრ(ებ)ი | აკადემიური მუსიკა, სიმღერა |
| საქმიანობა | კომპოზიტორი, პედაგოგი |
გრიგორ ეღიაზარიანი (სომხ. Գրիգոր Եղիազարյան; დ. 1908 — გ. 1988) — სომეხი საბჭოთა კომპოზიტორი, პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1977).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1908 წლის 8 დეკემბერს (სხვა წყაროებით - 1908 წლის 25 ნოემბერს[2]) ერევნის გუბერნიის (რუსეთის იმპერია) სოფელ ბლურში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე).
1930 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური სასწავლებელი. 1935 წელს - მოსკოვის კონსერვატორია (კომპოზიციის პედაგოგი ნ. მიასკოვსკი).
1936-1938 წწ.- ლენინაკანის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და სასწავლო ნაწილი.
1938 წლიდან ცხოვრობდა ერევანში, სადაც ასწავლიდა კომპოზიციას მუსიკალურ სასწავლებელში და ერევნის კონსერვატორიაში - მუსიკალერი აპარატურის კლასს (1959 წლიდან პროფესორია). 1954-1960 წწ. ერევნის კონსერვატორიის რექტორია.
1953-1957 წწ. - სომხეთის სსრ-ს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
გარდაიცვალა 1988 წლის 4 ნოემბერს ერევანში. დასაფლავებულია კომიტასის სახელობის პანთეონში.