გრიგორი და აქსინია (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგორი და აქსინია
Григорий и Аксинья
მდებარეობა ვიოშენსკაია, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ნ. მოჟაევი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 6,5 მ
გახსნის თარიღი 1983
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6130567000

გრიგორი და აქსინია (რუს. Григорий и Аксинья) — რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სკულპტურული კომპოზიცია სტანიცა ვიოშენსკაიის ცენტრში მდინარე დონის სანაპიროზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკულპტურული კომპოზიცია ასახავს მიხეილ შოლოხოვის რომანის წყნარი დონის ერთ-ერთ ეპიზოდს. ძეგლი დგას მდინარე დონის მაღალ სანაპიროზე. აქსინიას აცვია გრძელი კაბა და მიემართება ხუტორის მიმართულებით და მხარზე მხარიხე აქვს გადებული, რომელზეც ვედროებია დაკიდებული. გზად მას ხვდება ცხენზე ამხედრებული გრიგორი. განდაკებაში ასახულია მომენტი, როდესაც გრიგორს აქვს მეგობრული საუბარი მეზობელ აქსინიასთან და ხუმრობით გადაუღობავს გზას.

ძეგლის სიმაღლეა 6,5 მეტრი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის პროექტი შექმნა 1957 წელს მოქანდაკე ნ. ვ. მოჟაევმა. მასთან ერთად ძეგზე მუშაობდნენ ე. მ. მოჟაევა, ვ. გ. დესიატიჩნუკი, ვ. ი. ვოლოშინი და გ. ხოლოდნი[2].

ესკიზი აჩვენეს წყნარი დონის ავტორს მიხეილ შოლოხოვს. მწერალმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა კომპოზიციაში, ურჩია შეეცვალათ კონუსური ვედრები ცილინდრულით და არაული ცხენი დონური ჯიშის ცხენით. პროექტი რეალურად განახორციელეს 26 წლის შემდეგ. ძეგლი აღმართეს დონის როსტოვში სამდინარო სადგურის მოპირდაპირე მხარეს 1983 წელს. 1995 წელს შოლოხოვის რომანის გმირების ქანდაკება საერთო მასით 12 ტონა, გადაიტანეს სოფელ ვიოშენსკაიაში, სადაც ვითარდება რომანის პერიპეტიები[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Описание Скульптурная композиция "Григорий и Аксинья". Rutraveller. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  2. Памятники литературным героям. Государственный музей-заповедник М. А. Шолохова. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  3. Ой ты, наш батюшка тихий Дон!. Библиотека Шадринского государственного педагогического университета. ციტირების თარიღი: 2017-03-03.