გრიგორი და აქსინია ნავში (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგორი და აქსინია ნავში
Григорий и Аксинья в лодке
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი სერგეი ოლეშნია
მასალა ბრინჯაო, ქვა
გახსნის თარიღი 2013

გრიგორი და აქსინია ნავში (რუს. Григорий и Аксинья в лодке) — სკულპტურული კომპოზიცია მდებარეობს მდინარე დონის მარჯვენა სანაპიროზე ქალაქ დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლზე მუშაობდა მოქანდაკე სერგეი ოლეშნია, რომელმაც იგი შექმნა მიხეილ შოლოხოვის რომანის წყნარი დონის მოტივების მიხედვით. კომპოზიცია აღმართეს 2013 წელს. იგი გახდა რიგით მესამე ქანდაკება დონის როსტოვში რომელიც შექმნილია წყნარი დონის მოტივების მიხედვით[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკულპტურული კომპოზიცია ასახავს რომან წყნარი დონის ერთ-ერთ ეპიზოდს. წიგნის გმირები, შეყვარებულები გრიგორი მალახოვი და აქსინია ასტახოვა გამოსახულნი არიან ნიჩბიან ნავში მსხდომნი დონზე გასეირნების მომენტში. აქსინიას აცვია ელეგანტური კაბა,რომელიც გაფორმებულია მანჟეტებითა და მაქმანებით და ხელში უკავია პატარა თაიგული. გრიგორი ზის კიჩოზე და გამოწყობილია სამხედრო უნიფორმაში.

მიხეილ შოლოხოვის რომანის გმირების ბრინჯაოს ქანდაკებები ნატურალურ ზომებშია გამოსახული. ქანდაკებებე შოის გრძელი სკამია, რომელსაც ხშირად იყენებენ ტურისტები ნავში ჩასხდომის დროს ფოტოების გადასაღებად.

ნავის ის მხარე, რომელზეც ზის აქსინია აწეულია და დგას ქვების გროვაზე. ნავის ცენტრალურ ნაწილზე დამონტაჟებულია ნიჩბები[2].

მოსახლეობის ნაწილი აკრიტიკებს კომპოზიციას იმის გამო, რომ მიხეილ შოლოხოვის რომანის აღნიშნულ ეპიზოდს არანაირი კავშირი არ აქვს ქალაქ დონის როსტოვთან[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ой ты, наш батюшка тихий Дон!. Библиотека Шадринского государственного педагогического университета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-12. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  2. Памятник «Григорий и Аксинья в лодке». Изготовление памятников. ციტირების თარიღი: 2017-03-03.
  3. Григорий и Аксинья в лодке. Неформальные достопримечательности. ციტირების თარიღი: 2017-03-03.