გრიგოლ ჯულუხიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ ჯულუხიძე
დაბ. თარიღი 1 ივლისი 1940(1940-07-01) (79 წლის)
დაბ. ადგილი ჩხენიში, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი

გრიგოლ გერონტის ძე ჯულუხიძე (დ. 1 ივლისი, 1940, ჩხენიში, სამტრედიის რაიონი) — ქართველი პოეტი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1962 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1965 წელს, პირველი წიგნი - 1968 წელს. მთავარი პოეტური კრებულები: „გალავანი შუა ქალაქში“ (1976), „რაც ხანი გადის“ (1980), „და მოვა იგი“ (1983), „ლექსები და პოემები“ (1984). თარგმნა და ცალკე წიგნებად გამოსცა ლ. ლევინის (1974), ი. სიკირიცკის (1978), ა. ისკოს (1980), ტ. ბროევის (1983) ლექსები. ჯულუხიძის ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, პოლონურ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]