გრიგოლ ხურციძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ ხურციძე
Grigol Khurtsidze.jpg
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი 1911(1911-12-25)
დაბ. ადგილი საპრასია, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი ივლისი 1942 (30 წლის)
გარდ. ადგილი სევასტოპოლი, ყირიმის ასსრყირიმის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საბჭოთა რუსეთი
საქმიანობა მწერალი და პედაგოგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გრიგოლ ხურციძე (დ. 25 დეკემბერი, 1911 — გ. ივლისი,1942) — ქართველი მწერალი.

დაიბადა 1911 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ საპრასიაში (ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტი) საშუალო შეძლების გლეხის, სერგო ხურციძის ოჯახში, 1927 წელს დაამთავრა ცხრაწლედი ქუთაისში, ხოლო 1931 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედადოგიური ფაკულტეტი. ამავე წლის სექტემბრიდან 1941 წლის სექტემბრამდე მსახურობდა ვანის რაიონის სკოლებში მასწავლებლად და ერთხანს დირექტორად.

გრიგოლ ხურციძე ლიტერატურულ ასპარეზზე 20-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა თბილისელ მწერლებთან, მის არქივში დაცულია მიმოწერა კონსტანტინე გამსახურდიასთან, მიხეილ ჯავახიშვილთან, ლეო ქიაჩელთან და დემნა შენგელაიასთან, რომელიც გრიგოლის უპირველესი ქომაგი იყო. 1934 წელს სალიტერატურო გაზეთში გამოაქვეყნა მოთხრობა „ყანები და ხალხი“, რომელსაც რეცენზია დემნა შენგელაიამ დაურთო. ამას მოჰყვა თარგმანები, ნოველები და რომანი „ჩვენი დღე და სოფელი“, რომელიც ფრონტზე წასვლამდე ლეო ქიაჩელს დაუტოვა და დღის სინათლე მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, ვანო წულუკიძის მეოხებით იხილა.

1941 წლის 10 სექტემბერს, დიდი სამამულო ომის დაწყებიდან მალევე, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. მასთან ერთად ფრონტზე წავიდა მისი უახლოესი მეგობარი პოეტი გიორგი ნაფეტვარიძე, რომელთან ერთადაც ხურციძე სკოლაში მუშაობდა. ისინი ჯერ თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს, სამთვიანი სწავლების შემდეგ კი, 1941 წლის 29 დეკემბერს, ყირიმის ფრონტზე გადაისროლეს. 1942 წლის ივლისში, სევასტოპოლის მისადგომებთან მდებარე საპუნ-გორას ციხესიმაგრესთან მოქმედებების დროს, გრიგოლ ხურციძე გმირულად დაიღუპა, რამდენიმე ხნით ადრე დაიღუპა გიორგი ნაფეტვარიძეც. მათი საფლავები ცნობილი არ არის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხურციძე, გრიგოლ (1973). რედ. წულუკიძე, ვანო: ჩვენი დღე და სოფელი. თბილისი: მერანი.