გრიგოლ ხარჭაშნელი
იერსახე
გრიგოლ ხარჭაშნელი გრიგოლ სეფაშვილი (დ. 1736 — გ. 1797) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ხარჭაშნის ეპიკოპოსი, მწიგნობარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1759 წელს რუსეთში გაჰყვა ნიკოლოზ ალავერდელს. 1783 წელს დაბრუნდა სამშობლოში და აკურთხეს მღვდელმთავრად. 1784 წელს ერეკლე II-ის დავალებით კვლავ რუსეთში გაემგზავრა, სავარაუდოდ, საიდუმლო დიპლომატიური მისიით. დროდადრო ჩამოდიოდა საქართველოში.
იყო ბიბლიოფილი. გადანუსხა და სქოლიოებით გაამდიდრა ბევრი ხელნაწერი, ავსებდა და აგრძელებდა ძველ ქრონიკებს, კინკლოსებს, პასხალიებს. ავტორია ავტობიოგრაფიულ-მემუარისტული ნაშრომისა. მან წაიღო ურბნისის ოთხთავი A-28 ასტრახანის ტაძრის წიგნთსაცავში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ქართული მწერლობა“ ლექსიკონი-ცნობარი, ტ. 1, თბილისი: „განათლება“, 1984. — გვ. 75.