შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ ჩუკბარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ივანეს ძე ჩუკბარი (აფხ. Григори Иван-иԥа Чыкәбар; დ. 5 მაისი, 1912 — გ. 21 დეკემბერი, 1994) — აფხაზი ალპინისტი და სახელმწიფო მოხელე.[1] აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრი; აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

გრიგოლ ჩუკბარი დაობლდა 2 წლის ასაკში. მის აღზრდაზე ზრუნავდა მისი უფროსი ძმა ანტონ ჩუკბარი. დაამთავრა სოხუმის მთიელთა სასწავლებელი და შემდგომ წარმატებით თაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1952 წელს დატოვა აფხაზეთი და სტავროპოლის მხარეში გადავიდა სამუშაოდ. პიატიგორსკში, ჩრდილოკავკასიის ტურისტულ სამმართველოში მუშაობისას გატაცებული იყო ალპინიზმით და იალბუზზე ასვლის გამო მიიღო „სსრკ-ის ალპინისტის“ წოდება. საერთო ჯამში ჩუკბარმა 8-ჯერ დალაშქრა იალბუზი.[2][3]

1957 წელს აფხაზეთის ასსრ-ის განათლების სამინისტროს მოთხოვნით გ. ჩუკბარი ბრუნდება აფხაზეთში და 1958 წლის 21 აპრილს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრად დაინიშნა. მან დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთში განათლების აღსაღორძინებლად და ადგილობრივი კადრების მოსამზადებლად. 1959 წლის 15 მარტს აფხაზეთის ასსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად კენჭს იყრიდა გუდაუთის რაიონის კალდახვარის საარჩევნო ოლქი №33-ში.

1960-1975 წლებში იყო სოხუმის ნ. ლაკობას სახელობის №10 მთიელთა სკოლის დირექტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის სკოლის განვითარებასა და განახლებაში. 1971 წელს, სკოლაში გ. ჩუკბარის ხელმძღვანელობით პირველად იქნა წარმოდგენილი საბავშვო ოპერა და ბალეტი.

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გრიგოლი ჩუკბარი გარდაიცვალა 1994 წელს.

  • Абхазский биографический словарь / Под. ред. В.Ш. Авидзба. – Сухум, 2015. – Стр. 777.
  • Григорий Иванович Чукбар // РА. – № 96. – 1994.
  • Тарба Б.Г. К 100-летию Сухумской абхазской школы. (Исторический очерк). – Сухуми, 1964.
  • Цветы доброй памяти. (К 90-летию со дня рождения) // РА. – № 5. – 2002.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]