გრიგოლ ჩიქოვანი
| გრიგოლ ჩიქოვანი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 2 (15) მარტი, 1910 ან 15 მარტი, 1910[1] |
| დაბადების ადგილი | ხობი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] |
| გარდაცვალების თარიღი | 26 ნოემბერი, 1981 (71 წლის) ან 27 ნოემბერი, 1981[1] (71 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
| დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
| საქმიანობა | მწერალი[1] , სცენარისტი[3] და დრამატურგი[3] |
| ენა | ქართული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი |
| ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
გრიგოლ სამსონის ძე ჩიქოვანი (დ. 15 მარტი, 1910, ხობი — გ. 26 ნოემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი მწერალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ხეთაში, ხოლო საშუალო თბილისში. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მწერალთა კავშირის მივლინებით 1939 წლამდე სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე. ახალგაზრდამ თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა და უმალ მიიქცია მკითხველი საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებით საგულისხმოა მისი „ოდიშური მოთხრობები“.
დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ („თებერვალი დადგაო“, „მიწა“ და „რწმენა“), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი. ნიჭიერი შემოქმედის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: „სადაა შენი ბედნიერება, მზია?“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „პაპა გია“ და სხვა.
გრიგოლ ჩიქოვანი წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით, მედლებით და სხვა ჯილდოებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ. ნატროშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 142.;
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 382, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ Чиковани Григол Самсонович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 3.0 3.1 Národní autority České republiky