გრიგოლ რუხაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ რუხაია
დაბადების თარიღი 4 მაისი 1949(1949-05-04)
დაბადების ადგილი ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 5 თებერვალი 2013(2013-02-05) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და პუბლიცისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

გრიგოლ (გოგი) როდიონის ძე რუხაია (დ. 4 მაისი 1949, ფოთი — გ. 5 თებერვალი, 2013, თბილისი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა ფოთის რკინიგზის მე–16 საშუალო სკოლა. 1967 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1973 წელს წარმატებით დაასრულა. სხვადასხვა დროს გრიგოლ რუხაია მუშაობდა თსუ სტამბის რედაქტორად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორად, საქართველოს სპორტკომიტეტის სპორტული ალმანახის რედაქტორად, ჟურნალ „ნობათის“ პასუხისმგებელ მდივნად, საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდურ–საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. არის „სალიტერატურო გაზეთის“ და ჟურნალ „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების რედაქტორი. არის დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალის „ამერ–იმერის“ სარედაქციო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების რედაქტორი. გრიგოლ რუხაიას ლიტერატურული თუ პუბლიცისტური ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურულ–საზოგადოებრივი ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე.

მიღებული აქვს მწერალთა კავშირის მესამე პრემია მოთხრობების კრებულისათვის „ყურშა, ხირჩლა და სხვანი“, იოსებ გრიშაშვილის პრემია პოეტური ნაწარმოებებისა და

ესეებისათვის, არის დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ–ლიტერატურული კონკურსის პრიზის მფლობელი რომანისათვის „სოკოები ცხუმის თავზე“, ლიტერატურული კონკურსის „ასი სიტყვა“ პრიზიორი და სხვა.

გამოქვეყნებული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ალვის ჩრდილი ერდოზე“ (პოეტური კრებული) გამომცემლობა „მერანი“. თბილისი. 1984წ.
  • „ხირჩლა, ყურშა და სხვანი“ (მოთხრობები) გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი. 1990.
  • „შინაბერა“ (რომანი) ნაწილი პირველი. გამომცემლობა „მერანი“. თბილისი. 1990.
  • „საკანი 10 (მოთხრობები) გამომცემლობა „ქართული თეატრი“ თბილისი. 1991.
  • „ლექსები, პოემა“ თბილისი. 1994წ. 6. „სოკოები ცხუმის თავზე“ (რომანი) გამომცემლობა „ეგრისი“ თბილისი 2004 წ.
  • „ასერთი ლექსი“ (ლექსები) გამომცემლობა „ირიდა“. ფოთი. 2009.
  • „იუნკრები“ (პოემა) მწერლის გაზეთი 5. 2010.
  • „გიორგი დიდი“ (პოემა) თბილისი. 2011წ.
  • „ექვსაიები“ (ლექსები) გამომცემლობა „ცის ნამი“. თბილისი. 2011წ.
  • „კიდევ ექვსაიები“ (ლექსები) გამომცემლობა „ეგრისი“ თბილისი. 2012წ.
  • „ძველი ექვსაიები“ (ლექსები). თბილისი. 2012წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]