გრიგოლ მიტროპოლიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეუფე გრიგოლი.
გრიგოლი
ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი
Mitropoliti grigoli.jpg
მეუფე გრიგოლი
პროვინცია სამეგრელო
ეპარქია ფოთისა და ხობის ეპარქია
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 1996

საერო სახელი გურამ ბერბიჭაშვილი
დაიბადა 1956
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მიტროპოლიტი გრიგოლი (დ. 18 ივლისი, 1956, თბილისი) — ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტი.

1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 1990 წლის 27 მარტს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. 1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს კი შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა, ორი დღის შემდეგ, 23 მარტს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე დღეს, 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად. 1996-2003 წლებში შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო. 2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარეა. 2003 წლის 7 სექტემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]