გრიგოლ მაჭავარიანი
იერსახე
გრიგოლ მაჭავარიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 26 დეკემბერი, 1962 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 1 აპრილი, 1996 (33 წლის) |
საქმიანობა | მთარგმნელი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | თარგმანი |
გრიგოლ მაჭავარიანი (დ. 26 დეკემბერი, 1962, თბილისი — გ. 1 აპრილი, 1996) — ქართველი მთარგმნელი, ლინგვისტი და იურისტი.
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1990-იან წლებში მუშაობდა ისლანდიაში მთარგმნელად. ბაშვობიდან იყო გატაცებული ისლანდიური ენით, რომელიც თვითონ შეისწავლა.
- ისლანდიურიდან ქართულად თარგმნა
- ისლანდიელთა წიგნი (Íslendingabók);
- საგებში განსწავლული ისლანდიელის საგა (Árnesinga sögur og Kjalnesinga: Íslendigs þáttr sögufróða);
- ჰელგი ჰალვარსონის საგა (Saga Helga Hallvarðsson);
- ბორგარფიორდელი სიგურდურის საგა (Borgfirðinga sögur: Sigurðar þáttr borgfirzka);
- ენაგველა გუნლაუგრის საგა (Gunnlaugs saga ormstungu);
- გრენლანდიელთა საგა (Grænlendinga saga);
- უკანასკნელი კათოლიკე ეპისკოპოსი, 1997, ავტორი თოურჰალურ გუჰტორმსონი(Jón biskup Arason, höfundur Þórhallur Guttormsson).
- ქართულიდან ისლანდიურად თარგმნა
- შუშანიკის წამება (PÍSALRVÆTI HINNAR HEILAGAR SJÚSANIKAR DROTTNINGAR), 1996;
- სარჩობელაზედ (Í gálganum), 2001 (ავტორი: ილია ჭავჭავაძე);
- ნატვრის ხე (Óskatré), 2001 (ავტორი: გიორგი ლეონიძე).
- სხვა თარგმანები
- ეშმაკის ქვა (Steinn Satans), 2001 (ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი), მთარგმნელი — ფრიდრიკ თორდარსონი;
- ტაში (Klapp), 2001 (ავტორი: რევაზ მიშველაძე), მთარგმელები — ირმა მაჭავარიანი და ფრანს გისლასონი;
- თავსატეხი (Þraut), 2001 (ავტორი: რევაზ მიშველაძე), მთარგმელები — ირმა მაჭავარიანი და ფრანს გისლასონი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ მაჭავარიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გრიგოლ მაჭავარიანი, kartvelologi.tsu.ge