გრიგოლ კილაძე
| გრიგოლ კილაძე | |
|---|---|
|
| |
| ბიოგრაფია | |
| დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი), 1902 ან 25 ოქტომბერი, 1902[1] |
| დაბ. ადგილი | ბათუმი, ბათუმის ოლქი, რუსეთის იმპერია |
| გარდ. თარიღი | 3 აპრილი, 1962[1] (59 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
გრიგოლ ბართლომეს ძე კილაძე (დ. 25 ოქტომბერი, 1902, ბათუმი — გ. 3 აპრილი, 1962, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პროფესორი, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1941).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშუალო განათლება მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, სადაც ანდრია ყარაშვილის ხელმძღვანელობით დაეუფლა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას. მისი შემოქმედებითი გზა დაიწყო 1922 წელს, როცა დაარსდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება“, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი თვითონ იყო. ამავე პერიოდში (1925 წ.) ახალგაზრდა კომპოზიტორმა შექმნა თავისი პირველი სიმფონია „ქართული სუიტა“.
1931 წელს გრიგოლ კილაძემ დაამთავრა თბილისის კონსერვატორია და შეუდგა პედაგოგობას, 1941 წლიდან პროფესორია. პარალელურად მუშაობს რუსთაველის თეატრში — განაგებს მუსიკალურ ნაწილს. სხვადასხვა დროს იყო კონსერვატორიის დირექტორი, აგრეთვე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი, საქართველოს სსრ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და სხვა.
კომპოზიტორის კალამს ეკუთვნის სიმფონიური პოემა „განდეგილი“ (1941 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია), ორი სიმფონია, ოპერები: „ბახტრიონი“, „ლადო კეცხოველი“, ბალეტი „სინათლე“, რომლისთვისაც მისი ავტორი მეორედ გახდა სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. გრ. კილაძე ცნობილია, აგრეთვე, როგორც შესანიშნავი დირიჟორი. წლების მანძილზე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მთავარი დირიჟორი. მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმისათვის: „არსენა“, „ფრთოსანი მღებავი“, „უკანასკნელი მასკარადი“ და სხვა.
დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 219, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- დაბადებული 7 ნოემბერი
- დაბადებული 1902
- დაბადებული 25 ოქტომბერი
- ბათუმში დაბადებულები
- გარდაცვლილი 3 აპრილი
- გარდაცვლილი 1962
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი კომპოზიტორები
- ქართველი დირიჟორები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები