გრიგოლ ვიპატოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ვიპატოსი — VIII-IX საუკუნეების ქართლის დიდგვაროვანი აზნაური. მისი გამოსახულება მაიდენტიფიცირებელი ასომთავრული წარწერით შემონახულია უსანეთის სტელაზე (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). სტელაზე ასევე გამოსახულია ადამიანთა ჯგუფი — სავარაუდოდ, გრიგოლის ოჯახის წევრები, მათ შორის ორი ქალი „მარიამი“ და „დინარი“ ან „ლატავრი“. ვიპატოსის (ჳპატოსი, „მეფეთ წინაშემდგომელი“ სულხან-საბას მიხედვით) ბიზანტიური ტიტულით ცნობილი არიან ასევე VI-VII საუკუნეების ქართველი მოღვაწეები — დემეტრე და ადარნასე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • VIII-IX საუკუნეების ქვაზე კვეთილი რელიეფის ადგილი შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის განვითარებაში: [ოპიზის რელიეფი აშოტ კუროპალატის გამოსახულებით, ბორჯომის ტიმპანი, თელოვანის და უბისის რელიეფები, უსანეთის სტელა, გველდესის კანკელი, მათი დახასიათება და ანალოგი დასავლეთ ევროპის ხელოვნებასთან] / ნათელა ალადაშვილი // საქართველოს სიძველენი. - , 2005. - N7-8. - გვ.49-56.