გრიგოლ დიაკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ დიაკონიქართველი საეკლესიო მწერალი, ავტორი თხზულებისა „მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლის მოქცევისა“, რომლის ფრაგმენტებიც დაცულია ნინოს შატბერდული ცხოვრების XIV თავსა („აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისაჲ და მერმე კუალად გამოჩინებაჲ“) და კლარჯულ მრავალთავში. ამ წიგნის არსებობას ადასტურებს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. გრიგოლის თხზულება მცხეთის ჯვრის დღესასწაულის „საკითხავადაა“ შესული „იერუსალიმის განჩინებაში“ ანუ კანონარში. მასში მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი იყო გადმოცემული.

სარგის კაკაბაძე გრიგოლს IV საუკუნის მეორე ნახევრის ავტორად მიიჩნევდა, მიხეილ თარხნიშვილი VII საუკუნის მეორე ნახევრისად, კორნელი კეკელიძე VIII-X საუკუნეთა შორის ათავსებდა, ამ ბოლო ხანებში „ქრონიკის“ ძირითადი ნაწილი პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის თანადროულად, ანუ IV ს-ის 20-იან წლებში შექმნილად არის მიჩნეული (ვახტანგ გოილაძე).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]