შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ დადიანი (დ. 1798)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ (გიორგი) გრიგოლის ძე დადიანი (დ. 1798 — გ. 1851) — სამეგრელოს მთავრის, გრიგოლ დადიანის შვილი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (დაახლ. 1850).

მონაწილეობდა ომებში ირანთან (1826–28) და ოსმალეთთან (1828–29). მეთაურობდა ერევნის კარაბინერთა პოლკს (1836-1837). მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. 1832 წელს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი, გახდა ფლიგელ–ადიუტანტი. თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდებით. დაქორწინებული იყო გრაფის ასულ ელიზავეტა პავლოვნა ფონ დერ პალენზე, შვილები არ ჰყოლია.