გრიგოლ გორდეევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გრიგოლ სერგეის ძე გორდეევი (დ. 1791 — გ. 1838) — რუსი ეთნოგრაფი, მწერალი, ტოპოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1815-1838 მოღვაწეობდა საქართველოში. 1830-1832 წლებში იყო გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. ამ გაზეთში გამოქვეყნებული აქვს მრავალი საყურადღებო ეთნოგრაფიული ნარკვევი. აქტიურად მონაწილეობდა ეკლესია-მონასტრებში შემონახული ხელნაწერების შეგროვებაში. 1828-1829 ფეხით შემოიარა ხევი და მთიულეთი, დაწერა ნაშრომი „მთიელ ხალხთა ყოფა“, რომელიც შესულია მის ოთხტომეულში — „რუსეთის იმიერკავკასიური სამფლობელოების მიმოხილვა სტატისტიკური, ეთნოგრაფიული, ტოპოგრაფიული და ფინანსური თვალსაზრისით“ (ტ. 2, 1836, გვ. 79–155). აღსანიშნავია გორდეევის „ოსური მოთხრობა ზარე“, რომელიც 1830 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტიში“ (#88). ამ მოთხრობას ორი წლის შემდეგ გამოეხმაურა გ. ერისთავი გაზეთში „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“ (1832, #2–4) წერილით „ოსური მოთხრობა“. 1832 წელს „ტიფლისსკიე ვედომოსტიში“ (# 3–4) გორდეევმა გამოაქვეყნა კრიტიკული წერილი, რომელშიც ამხილა რეაქციონერი, შოვინისტი, ქართველთა ცილისმწამებელი ავტორები. გორდეევის თხზულებები არ იყო დაზღვეული სერიოზული ხარვეზებისგან. მისი წერილი „საქართველოს უკანასკნელ მეფეთა დაკრძალვის წესები“[1] მწვავედ გააკრიტიკა სოლომონ დოდაშვილმა.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ტიფლისსკიე ვედომოსტი“, 1832, #1
  2. „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“, 1832, # 3