გრიგოლ ბუხნიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ ბუხნიკაშვილი
დაბ. თარიღი 1897, 20 მაისი
სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 1979, 30 აგვისტო
თბილისი
პროფესია თეატრთმცოდნე, მწერალი

გრიგოლ (გუგული) ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი (დ. 20 მაისი, 1897, სურამი, ახლანდელი ხაშურის რაიონი — გ. 30 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი თეატრმცოდნე, კულტურის დარგის თვალსაჩინო ორგანიზატორი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ბუხნიკაშვილმა 1930 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური და 1949 წელს თეატრალური ინსტიტუტები. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო ხაშურის გიმნაზიის დასრულებისთანავე, 1914 წლიდან. 1911-1913 წლებში მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, სურამსა და ხაშურში, ხოლო 1916-1920 წლებში თბილისის ნაძალადევის სახალხო თეატრის სპექტაკლებში. ავტორია კომედიებისა "შეშინებული ანთიმოზი", "კი მაგრამ". 1926-1927 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი. 1928-1932 წლებში თბილისის სატირისა და სასოფლო მოძრავი თეატრების ხელმძღვანელი, 1932-1936 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი, 1936-1939 წლებში მეტეხის მუზეუმის დირექტორი, 1939 წლიდან იყო საქართველოს თეატრის მუზეუმის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, გამოკვლევები ქართული თეატრის ისტორიის საკითხებზე. მათგან განსაკუთრებით საყურადღებოა მისი მონოგრაფიული ნაშრომი "ქართული თეატრის მატიანე. 1850-1917" (ხელნაწერი დაცულია საქართველოს თეატრის მუზეუმში), რომელიც შეიცავს სრულ ანალიტიკურ ბიბლიოგრაფიას ოქტომბრის რევოლუციამდელი ქართული თეატრის და მისი ისტორიის შესახებ.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრ. ბუხნიკაშვილი. კოტე მარჯანიშვილი, თბილისი, 1947.
  • გრ. ბუხნიკაშვილი. ქართული თეატრი ასი წლის მანძილზე, თბილისი, 1950.
  • გრ. ბუხნიკაშვილი. აკაკი ვასაძე, თბილისი, 1960.
  • გრ. ბუხნიკაშვილი. თამარ ჭავჭავაძე, თბილისი, 1961.
  • გრ. ბუხნიკაშვილი. ნიკო გოცირიძე, თბილისი, 1972.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შ. ცუცქირიძე. ბუხნიკაშვილი გრიგოლ (გუგული) ვარდენის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 513-514.