გრიგოლ ბაკურიანის ძე (უმცროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ბაკურიანისძე (ბერძ. Γρηγόριος Πακουριανός; დ. დაახლ. 1080 – გ. აპრილი 1105) — ბიზანტიელი არისტოკრატი და პროვინციის გამგებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა დაახლ. 1080 წელს. იყო ბიზანტიის იმპერიაში ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის, სხოლის დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანისძის შვილიშვილი, რომელიც 1086 წელს პაჭანიკებთან ბრძოლაში დაიღუპა.[1] გრიგოლ ბაკურიანისძე უმცროსი დაახლ. 1100 წელს დაქორწინდა ბიზანტიის იმპერატორის ალექსი I კომნენოსის უმცროსი ძმის,[2] ნიკიფორე კომნენოსის ქალიშვილზე (რომელსაც სავარაუდოდ ერქვა ანა). რის გამოც მას სებასტოსის წოდება მიანიჭეს და საგამგებლოდ ოჰრიდთან მდებარე ტერიტორია — სავარაუდოდ დირახიუმი ან სკოპიე — გადასცეს, რის შემდგომაც ის მალევე გარდაიცვალა, 1105 წლის აპრილში.[3] გრიგოლის შესახებ ცნობებს ვხდებით ოჰრიდის მთავარეპისკოპოსის თეოფილაკტეს გრიგოლისადმი და ანდრიანოს კომნენოსისადმი გაგზავნილ წერილებში.[4] გრიგოლი განდიდებული იყო, როგორც ქმედითუნარიანი და კეთილგანწყობილი გამგებელი, რომელიც მზრუნველობას და ყურადღებას იჩენთა სუსტსა და უიღბლოთა მიმართ.[5] ცოლისგან ჰყავდა ერთადერთი ცნობილი ვაჟი ნიკიფორე ბაკურიანისძე.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Varzos 1984, p. 269.
  2. Varzos 1984, p. 268.
  3. Varzos 1984, pp. 269–270.
  4. Varzos 1984, p. 268 (note 2), 269 (note 7).
  5. Varzos 1984, p. 270.
  6. Varzos 1984, p. 271.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]