გრიგოლი (ოშკის მშენებელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „გრიგოლ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრიგოლ.
გრიგოლი, ოშკის ტაძრის მშენებელი. გამოსახულება რელიეფებიან ბოძზე.

გრიგოლიოშკის ტაძრის მშენებელი, მოღვაწეობდა X საუკუნეში.

მოხსენიებულია ოშკის ტაძრის ასომთავრულით შესრულებულ დიდ სამშენებლო წარწერაში: „მე გრიგოლ ღირსმყო ღმერთმან მსახურებისა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედამდგომი“. ამავე წარწერაში მოხსენიებულ ისტორიულ პირთა მიხედვით (ადარნასე III-ის ძენი — ბაგრატ ერისთავთერისთავი და დავით III კურაპალატი) წარწერა X საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება. მუხლმოდრეკილი, ხელებაპყრობილი გრიგოლი გამოსახულია ტაძრის სამხრეთ გალერეაში რელიეფებიან ბოძზე, ვედრების კომპოზიციის ქვეშ. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, ოშკის მშენებელი გრიგოლი შესაძლოა X საუკუნის საეკლესიო მწერალი და მთარგმნელი გრიგოლ ოშკელი იყოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007;
  • ბერიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 153, თბ., 2012 წელი.