შინაარსზე გადასვლა

გრიგალური დენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონოლითური რკინის ტრანსპორმატორის გულარში წარმოიქმნება მაღალი გრიგალური დენები, რაც იწვევს სითბურ ენერგიად გარდაქმნას და ენერგიის კარგვას, ამისათვის გამოიყენება E-გვარი ტიპის იზოლირებული ფირფიტებისგან შეკრული გულარი
E-მაგვარი იზოლირებული ფირფიტებით აწყობილი ტრანსფორმატორის გულარი

გრიგალური დენი, ფუკოს დენი — გამტარში აღძრული ჩაკეტილი ელექტრული დენი, რომლიც წარმოიშობა ამ გამტარის გამჯოლი მაგნიტური ნაკადის ცვლილებისას. სახელი ეწოდა ლეონ ფუკოს პატივსაცემად. გრიგალური დენები ინდუქციური დენებია და აღიძვრება გამტარ სხეულში იმ მაგნიტური ველის დროის მიხედვით ცვლილებისას, რომელშიც სხეულია მოთავსებული, ან მაგნიტურ ველში სხეულის მოძრაობის შედეგად, რაც იწვევს მაგნიტური ნაკადის ცვლილებას სხეულში. გრიგალური დენებს იყენებენ ლითონთა დნობისა და ზედაპირული წრთობისას, ხოლო მათს ძალურ მოქმედებას — ხელსაწყოებისა და აპარატების მოძრავი ნაწილების რხევათა მაწყნარებელში, ინდუქციურ მუხრუჭში (სადაც მასიური დისკო ელექტრომაგნიტების ველში ბრუნავს).

ტერმინის წარმოშობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „გრიგალური დენები“ მომდინარეობს ჰიდროდინამიკაში სითხეებში დაფიქსირებული მსგავსი ფენომენებიდან, რომლებიც იწვევენ ტურბულენტობის ლოკალიზებულ რეგიონებს, რომლებიც ცნობილია როგორც მორევები და აგრიგალებულობა მოძრავ გარემოში. ჰიდროდინამიკური მორევების მსგავსად, გრიგალურ დენებსაც სჭირდებათ დრო, რომ დაგროვდნენ და მცირე ხნით შენარჩუნდნენ გამტარში მათი ინდუქციურობის გამო.

გრიგალური დენებით გამოწვეულ ფენომენს 1824 წელს პირველად ფრანგმა მეცნიერმა დ. არაგომ დააკვირდა. კომპასის მაგნიტური ისრის ქვეშ მბრუნავი სპილენძის დისკი იწვევდა ისრის ბრუნვას.

ეს ფენომენი, რომელსაც არაგოს ეფექტი ეწოდება, რამდენიმე წლის შემდეგ მ. ფარადეიმ ახსნა ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონით: მაგნიტიზებული ისრიდან მაგნიტური ველი იწვევს გრიგალური დენებს მბრუნავ სპილენძის დისკში, რომლებიც ურთიერთქმედებენ მაგნიტური ისრის ველთან.

გრიგალური დენები დეტალურად შეისწავლა ფრანგმა ფიზიკოსმა ლ. ფუკომ და მის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა. 1855 წლის სექტემბერში მან აღმოაჩინა, რომ სპილენძის დისკის ბრუნვისთვის საჭირო ძალა იზრდება, თუ დისკი ბრუნავს მაგნიტის პოლუსებს შორის მისი კიდეებით. მან ასევე აღმოაჩინა, რომ დისკი ერთდროულად სპონტანურად თბებოდა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 266.
  • Сивухин Д. В. Общий курс физики, том 3. Электричество. 1977.
  • Савельев И. В. Курс общей физики, том 2. Электричество. 1970.
  • Неразрушающий контроль: справочник в 7 томах. Под общ. ред. В. В. Клюева. Т. 2: В 2 кн. — М. Машиностроение, 2003. — 688 с.
  • Stoll, R. L. (1974). The Analysis of Eddy Currents. Oxford University Press. 
  • Reitz, J. R. (1970). Forces on Moving Magnets due to Eddy Currents. Journal of Applied Physics 41, 2067-2071. https://doi.org/10.1063/1.1659166
  • Krawczyk, Andrzej. Numerical Modelling of Eddy Currents. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]