გრეტა გერვიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეტა გერვიგი
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1983
საკრამენტო, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი ბერნარდის კოლეჯი
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი
აქტიური 2006-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ნოა ბაუმბახი (2001-)
შვილ(ებ)ი 1

გრეტა სელესტ გერვიგი (ინგლ. Greta Celeste Gerwig; დ. 4 აგვისტო, 1983, საკრამენტო, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი. 2006-დან 2009 წლამდე მონაწილეობას იღებდა ჯო სვენბერგის ფილმებში. ზოგიერთი მათგანის თანარეჟისორი ან თანასცენარისტი იყო, მათ შორისაა 2008 წელს გამოსული „ღამეები და უიკენდები“.

2010 წლიდან თანამშრომლობს თავის პარტნიორთან, რეჟისორ ნოა ბაუმბახთან. მათ კოლაბორაციებს შორისაა „გრინბერგი“ (2010), „საყვარელი ფრენსისი“ (2012), რომლისთვისაც გრეგვიგი ოქროს გლობუსის ნომინანტი იყო.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერვიგი საკრამენტოში, კალიფორნიაში დაიბადა. მშობლებთან, ქრისტინესა და გორდონ გერვიგებთან ახლოს არის. სწორედ მათ ითამაშეს მშობლების როლი ნოა ბაუმბახის ფილმში „საყვარელი ფრენსისი“.[1]

გერვიგი ბერნარდის კოლეჯში ინგლისურ ენასა და ფილოსოფიას სწავლობდა.[2]

კინო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერვიგი 2008 წელს

2006 წელს, ბერნარდის კოლეჯში სწავლისას, გერვიგმა ჯო სვენბერგის ფილმში, „LOL“, მცირე როლი ითამაშა. მათ დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელეს კოლაბორაცია, ხოლო 2007 წელს ერთად დაწერეს სცენარი ფილმისათვის „ჰანა იპყრობს სიმაღლეებს“.

2010 წელს გერვიგმა ნოა ბაუმბახის ფილმში, „გრინბერგში“ ითამაშა ბენ შტილერთან, რაის იფანსთან და ჯენიფერ ჯეისონ ლისთან ერთად. 2011 წლიდან 2015 წლამდე ანიმაციურ სერიალში, „China, IL“, ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს ახმოვანებდა. 2012 წელს იგი ვუდი ალენის ფილმში გამოჩნდა, სახელწოდებით „რომაული თავგადასავალი“. გერვიგთან ერთად ფილმში როლებს ჯესი აიზენბერგი და ალეკ ბოლდუინი ასრულებენ.

ბაუმბახის შემდეგი ფილმი, „საყვარელი ფრენსისი“, მან და გერვიგმა ერთად დაწერეს, ხოლო გერვიგმა მთავარი როლი შეასრულა, რისთვისაც მან ოქროს გლობუსი მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში. [3] მისი შემდეგი კოლაბორაცია ბაუმბახთან, „ქალბატონი ამერიკა“, 2015 წლის აგვისტოში გამოვიდა და პოზიტიური გამოხმაურებები დაიმსახურა.

გრეტა გერვიგი 2018 წელს ბერლინალეზე

2014 წლის მაისში გერვიგმა პირველად შეასრულა თეატრში. იგი დრამატურგის, პენელოპე სკინერის სპექტაკლში, სახელწოდებით „სოფლის ველოსიპედი“, ბეკის როლს ასრულებდა ლუსილ ლორტელის თეატრში, ნიუ-იორკში. შოუ ივნისის ბოლომდე გაგრძელდა.

გერვიგმა შემდეგი როლი რებეკა მილერის ფილმში, „მეგის გეგმაში“ (2015) ითამაშა. ფილმის პრემიერა 2015 წელს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მისი ჩვენება ასევე გაიმართა 2016 წელს სანდენსის კინოფესტივალზე. იმავე წელს გერვიგმა ითამაშა პაბლო ლარენის ფილმში, „ჯეკი“, მაიკ მილის ფილმში, „მეოცე საუკუნის ქალები“.

2017 წელს გერვიგის სარეჟისორო დებიუტი ფილმით „ლედი ბერდი“ შედგა. იგი აგრეთვე არის ფილმის სცენარის ავტორიც. მასში მონაწილეობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან სირშა რონანი, ლორი მეტკალფი, ტრეისი ლეტსი, ტიმოთი შალამე და სხვები.

„ლედი ბერდმა“ 2017 წელს ოქროს გლობუსი მოიპოვა კომედიის ჟანრში; სირშა რონანმა მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო, ხოლო ლორი მეტკალფმა - საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის; გერვიგმა საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა. 2017 წელს ნომინირებული იყო „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო სურათის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციებში. გერვიგი „ოსკარის“ ისტორიაში მეხუთე ქალია, რომელიც საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში იყო ნომინირებული.[4]

2019 წლის დეკემბერში გამოვიდა გერვიგის შემდეგი ფილმი, „პატარა ქალები“, რომელიც ლუიზა მეი ოლკოტის რომანის მორიგი ადაპტაციაა. 2019 წელს ფილმი „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ექვსი ნომინაციის ლაურეატი გახდა, მათ შორისაა საუკეთესო სურათი, საუკეთესო მსახიობი (რონანი), საუკეთესო ადაპტირებული სცენარი (გერვიგი).[5]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც რეჟისორი

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2008 „ღამეები და უიკენდები“ Nights and Weekends თანარეჟისორი(ჯო სვენბერგთან ერთად), სცენარისტი, პროდუსერი
2017 „ლედი ბერდი“ Lady Bird რეჟისორი, სცენარისტი
2019 „პატარა ქალები“ Little Women რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]