დი გრენცბოტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გრენცბოტენი)

დი გრენცბოტენი“ (გერმ. Die Grenzboten) — პირველი ნაციონალურ-ლიბერალური ჟურნალი. ეს ჟურნალი გამოდიოდა 1841-1848 წწ. ერთხანს ყოველ კვირაში, ხოლო მოგვიანებით კი ყოველ ორ კვირაში.

1841–1848 წლებში ჟურნალს გამოსცემდა იგნაც კურანდა, რომელმაც დააარსა იგი ბრიუსელში. ჟურნალის გამომცემლობა მოგვიანებით 1843 წელს ლაიფციგში, ხოლო შემდეგ კი ბერლინში გადავიდა. 1848 წლიდან მოყოლებული ჟურნალს გუსტავ ფრაიტაგი (1848-დან 1861 წლამდე და მოგვიანებით კვლავაც 1867–1870 წწ.) და იულიან შმიდტი ედგნენ სათავეში. გუსტავ ფრაიტაგი და იულიან შმიდტი თავიანთი ჟურნალისტური მოღვაწეობით ლამის რაიხის დაფუძნებამდე (1871 წ.) განსაზღვრავდნენ „დი გრენცბოტენის“ ეროვნულსა და ლიბერალურ სათქმელს. „დი გრენცბოტენი“ მთელი ამ წლების განმავლობაში წარმოადგენდა გერმანელი ლიბერალურად მოაზროვნე ბიურგერობის ერთ-ერთ მთავარი იდეურ დასაყრდენს.

1849 წელს ავსტრიაში აკრძალეს ეს ჟურნალი.

ჟურნალის დევიზი თავიდან იყო „ცნობის ფურცლები გერმანიისა და ბელგიისათვის“, 1842 წლიდან „გერმანული რევიუ“, 1844 წლიდან „გერმანული პოლიტიკური და ლიტერატურული რევიუ“, ხოლო 1871 წლიდან კი „პოლიტიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების გაზეთი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fritz, Werner: Die Grenzboten: aus der Geschichte einer achtzigjährigen Zeitschrift nationaler Bedeutung. წიგნში: Die Grenzboten, 81. წლ., 1922, ტომი. 1, გვერდი 448-452.)