გრენლანდიელი ესკიმოსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრენლანდიელთა ოჯახი, 1917 წ.

გრენლანდიელი ესკიმოსები (თვითდასახელება — kalatdlit) — ესკიმოსური ხალხი, გრენლანდიის აბორიგენული მოსახლეობა. რაოდენობა გრენლანდიაში 50 ათ. კაცი, დანიაში — 7,1 ათ. (2006, შეფასება). ლაპარაკობენ გრენლანდიურ ენაზე, გავრცელებულია დანიური ენაც. უმთავრესად ლუთერანები არიან, 1% ტრადიციულ რწმენის მიმდევარია.

ძირითადად განსახლებული არიან კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე; გამოიყოფა რამდენიმე ასეული ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფები: აღმოსავლეთ გრენლანდიელები (ანგმასალიკი) — აღმოსავლეთ სანაპიროზე და პოლარული გრენლანდიელები (ყველაზე ჩრდილოეთით მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობა მსოფლიოში) — ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. მისდევენ ზღვის ნადირთრეწვას და მეთევზეობას, XIX საუკუნის ბოლოდან დაკავდნენ ვირთევზის სავაჭრო მრეწველობით, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან — კრევეტების. არსებობს ინტელიგენცია, მოსამსახურეები, ვითარდება პროფესიული ხელოვნება. ძლიერ აკულტურირებულები და მეტისირებულები არიან დანიელთა მიერ. შემორჩენილია ტრადიციული სარეწაო და სადღესასწაულო ტანისამოსი; პოლარულ გრენლანდიელებს აქვთ საცხოვრებლის თოვლისაგან აგების ტრადიცია (იგლუ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ГРЕНЛАНДЦЫ // Большая российская энциклопедия. Том 7. Москва, 2007, стр. 682.