გრემის ნაქალაქარის მესამე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გრემის ნაქალაქარის ეკლესია.

გრემის პირველი ეკლესიაყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი გრემის არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ნაქალაქარის სავაჭრო უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას. იგი დათარიღებულია XVI-XVII საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ძირითადად აგურით. შესასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან. კარი არის შეისრულთაღოვანი. აღმოსავლეთ ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შეისრული სარკმელი გაჭრილი მსგავსი სარკმელია. დასავლეთ კედელშიც აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს თითო შეისრულთაღოვანი ნიშაა. გეგმით ნახევარწრიული და ნახევარგუმბათით გადახურული ნიშა ჩრდილოეთ კედელშიც არის. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც. ნაგებობის ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთის არის მორთული. შესასვლელლი მოქცეულია საფეხურით შეღმავებულ სწორკუთხედში, რომელსაც ზემოდან კუთხით შვერილი აგურების ორი რიგით შედგენილი ფრიზი აგვირგვინებს. შესასვლელის გვერდებზე, წყობის შეღრმავებით, გამოყვანილია საფეხურებიან პოსტამენტზე დაყრდნობილი თითო მაღალი ჯვარი, რომლებსაც დეკორატიულად გაფორმებული მკლავები აქვთ. შესასვლელის ზემოთ არის მცირე, სწორკუთხა ნიშა. ნიშის ზემოთ, ფრონტონის არეში არის სარკმელი. სარკმლის ზემოთ და გვერდებზე თითო სწორკუთხა შეღრმავებაა, რომლებშიც თითოვე ხანკარია ჩასმული. ფასადები დასრულებულია აგურის ოთხსართულიანი, ხვრხულა ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]