გრეკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეკოვის სახლი
რუს. Особняк Грекова
კოორდინატები 47°12′35″N 38°55′13″E / 47.209806° ჩ. გ. 38.920222° ა. გ. / 47.209806; 38.920222
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი კლასიციზმი
დასრულების თარიღი 1820

გრეკოვის სახლი (რუს. Особняк Грекова) — სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1820 წელს კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. სახლი ჩეხოვის ქუჩის განაშენიანებასთან ერთად შედის რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

მისამართი: ტაგანროგი, ჩეხოვის ქუჩა № 121.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე განმარტოებული სახლი აგებულია 1820 წელს დიმიტრი გრეკოვის შვილის - ტიმოთე გრეკოვისათვის. რომელიც მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლებისა და 1812 წლის დიდ სამამულო ომში. არქიტექტურა იყო იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი. დიდი ფასადი შვიდი ფანჯრით.

სამი წლის შემდეგ ტიმოთე გრეკოვს შეეძIნა შვილი ნიკოლოზი, რომელიც შემდეგ კაზაკების გენერალი გახდა. 1831 წელს ტიმოთე გრეკოვი გარდაიცვალა, ერთადერთ შვილს მდიდარი მემკვიდრეობა ერგო. 1840 წელს მემკვიდრემ დაიწყო სახლის რემონტი. იგი გეგმავდა სახლის მთლიან გადაკეთებას, რისთვისაც მან აიღო სესხიდა თავისი უძრავი ქონება დააგირავა. რემონტის შემდეგ სახლმა სხვა ელფერი მიიღო. სამაგიეროდ ოჯახის შემოსავლებს მკვეთრად გადააჭარბა ხარჯებმა. გრეკოვებმა ვერ შეძლეს თანხის გადახდა. ამიტომ 1876 წელს მისი უდიდებულესობის ალექსანდრე II-ის ბრძანების შემდეგ, გრეკოვების ბინის ნაწილი გაიყიდა. ტაგანროგის სახლის მფლობელი გახდა იაკობ ხლიტჩევი. 1898 წელს მისი ფასი შეადგენდა 3 000 რუბლს. 1906 წელს სახლი გახდა სანდრა შილგოვაიას კუთვნილება. სახლის უკანასკნელი მფლობელი 1911 წლიდან რევოლუციებამდე იყო კარლ იუნგი და სოფია ბრონევსკაია[1].

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 1924 წლიდან შენობა საცხოვრებლად გამოიყენება. 1994 წელს ნაგებობა იყიდა ბანკმა „დონინვესტმა“, რომელმაც სახლს დაუბრუნა ადრინდელი სახე[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეკოვის სახლი ითვლება კლასიციზმის საუკეთესო ნიმუშად ტაგანროგში. შენობა არის ქააქური მცირე სახლების ტიპური ნიმუში. მთავარი შესასვლელი კარი არ მდებარეობს ცენტრში[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом 121. Исторический Таганрог. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-18. ციტირების თარიღი: 2017-01-28.
  2. 2.0 2.1 Русский классицизм. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2017-01-28.