შინაარსზე გადასვლა

გრეის ელიოტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეის დალრიმპლ ელიოტი

გრეის ელიოტის პორტრეტი ტომას გენსბოროს მიერ (ამჟამად ფრიკის კოლექციაში)
დაბადების სახელი გრეის დალრიმპლი
დაბადების თარიღი დაახლ. 1754
ედინბურგი, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი 16 მაისი, 1823 წ. (68-69 წლის)
ვილა-დ’ავრე, საფრანგეთი
დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაო, პარიზი
ეროვნება შოტლანდიელი
საქმიანობა მწერალი, კურტიზანი, აგენტი
ცნობილია როგორც ლუი ფილიპ II-ის საყვარელი
ცნობილი ნაშრომები „ჩემი ცხოვრების ჩანაწერები საფრანგეთის რევოლუციის დროს“
მეუღლე(ები) სერ ჯონ ელიოტი, პირველი ბარონეტი (განქორწინებული)
შვილ(ებ)ი ჯორჯინა სიამური
მშობლები მამა: ჰეუ დარიმპლი
დედა: გრისელ ბრაუნი

გრეის დალრიმპლ ელიოტი (დ. დაახლ. 1754 — გ. 16 მაისი, 1823) — შოტლანდიელი კურტიზანი, მწერალი და პარიზში მცხოვრები აგენტი საფრანგეთის რევოლუციის დროს. 1859 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოქვეყნდა მისი მემუარი - „ჩემი ცხოვრების ჩანაწერები საფრანგეთის რევოლუციის დროს“ („Ma Vie sous la Révolution“).[1][2] ჯერ იყო მომავალი ჯორჯ IV-ის საყვარელი, რომელთანაც არალეგიტიმური ქალიშვილი უნდა შესძენოდა, შემდეგ კი ჰერცოგ ორლეანელზე გადაერთო. ელიოტს საიდუმლო მიმოწერა გადაჰქონდა საფრანგეთში და როიალისტებსა და საფრანგეთის არისტოკრატიას ტერორის მმართველობისას ქვეყნიდან გაქცევაში ეხმარებოდა. ის რამდენჯერმე დაკავებულ იქნა, მაგრამ გილიოტინა თავიდან აიცილა და რობესპიერის სიკვდილით დასჯის შემდეგ განთავისუფლდა.

2001 წლის დიდი დავისა და კამათის გამომწვევ ახალი ტალღის ფილმში „ლედი და ჰერცოგი“ (ერიკ რომერი) გრეის ელიოტის როლი ინგლისელმა მსახიობმა, ლუსი რასელმა შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]