გრეის ებოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეის ებოტი, 1929.

გრეის ებოტი (ინგლ. Grace Abbott; დ. 17 ნოემბერი, 1878, გრანდ-აილენდი, ნებრასკა, აშშ, — გ. 19 ივნისი, 1939, ჩიკაგო, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი სოციალური მუშაკი, საჯარო მოხელე, პედაგოგი და რეფორმატორი; ედიტ ებოტის და.

სწავლობდა გრანდ-აილენდის კოლეჯში, შემდეგ ნებრასკის და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში. ჩიკაგოში მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (1909). 1908 წელს დაიწყო მუშაობა ჯეინ ადამსის „ჰალ-ჰაუზში“ (სოციალური დაწესებულება, რომელიც ე.წ. სეტლემენტის მოძრაობის ფარგლებში შეიქმნა) ჩიკაგოში. იქვე ებოტი გახდა იმიგრანტთა დამცველი ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1921-1934 წლებში ხელმძღვანელობდა ფედერალურ სამსახურს — აშშ ბავშვთა ბიუროს, იბრძოდა ბავშვთა შრომის გამოყენების შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნისთვის. 1924 წელს მის მიერ ლობირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ბავშვთა შრომის აკრძალვის შესახებ გადაეცა შტატებს განსახილველად, თუმცა რატიფიცირება არ მომხდარა. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მ.შ. ყველაზე ცნობილია ორტომეული „ბავშვი და სახელმწიფო“ (The Child and the State, 1938).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]