გრეგ ჰეფლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეგ ჰეფლი
წრიპა ბიჭის დღიურები - პერსონაჟი
შემქმნელი ჯეფ კინი
მსახიობი ზაქარი გორდონი (1-3)
ჯეისონ დრაკერი (4)
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
საქმიანობა სკოლის მოსწავლე
ოჯახი ფრენკ ჰეფლი (მამა)
სუზან ჰეფლი (დედა)
როდრიკ ჰეფლი (უფროსი ძმა)
მენი ჰეფლი (უმცროსი ძმა)
აღმსარებლობა კათოლიკე ქრისტიანი
ეროვნება ამერიკელი

გრეგორი „გრეგ ჰეფლი (ინგლ. Gregory „Greg“ Heffley) — მთავარი პერსონაჟი წიგნისა „წრიპა ბიჭის დღიური“. პერსონაჟი შექმნა ჯეფ კინმა. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა „წრიპა ბიჭის დღიურის“ ინტერნეტ კომიქსში, 2004 წელს. იგი ხშირად ჩნდება წიგნში როგორც ანტი-გმირი. გრეგი არის მამრობითი სქესის. მისი ოჯახის წევრები არიან: ფრენკ ჰეფლი (მამა), სუზან ჰეფლი (დედა), როდრიკ ჰეფლი (უფროსი ძმა) და მენი ჰეფლი (უმცროსი ძმა). გრეგი კათოლიკე ქრისტიანია. ის ეროვნებით ამერიკელია.

პერსონაჟის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზაქარი გორდონი გრეგ ჰეფლის როლში

გრეგი არის თავისი ასაკისთვის საშუალო სიმაღლის, ზარმაცი და პარანოიდი. საუკეთესო მეგობარია როული ჯეფერსონი. როულის ოჯახი, განსაკუთრებით კი მამა თვლის, რომ გრეგი მის შვილზე ცუდ გავლენას ახდენს. გრეგის მთავარი გასართობია ვიდეო თამაშები. გრეგის ადგენს საკუთარ რეიტინგს სადაც აღნიშნულია ბავშვთა პოპულარობის დონე, სადაც გრეგის რეიტინგები არასდროსაა ერთფეროვანი, იგი ხშირად კარგავს პოზიციებს, მაგრამ მალევე ახერხებს წინ წაწევას.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნის სერიათა მიხედვით გადაღებულია 4 ფილმი. პირველ სამ ფილმში გრეგის როლს თამაშობს ზაქარი გორდონი. 2017 წელს გადაღებულ მეოთხე ფილმში კი გრეგის როლს თამაშობს ჯეისონ დრაკერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]