გრეგ ტოლანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრეგ ტოლანდი
Gregg Toland.jpg
მშობ. სახელი ინგლ. Gregg Toland
დაბ. თარიღი 29 მაისი, 1904
ჩარლსტონი, ილინოისი, აშშ
გარდ. თარიღი 26 სექტემბერი, 1948
ლოს-ანჯელესი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა ამერიკელი
საქმიანობა კინოოპერატორი
ჯილდოები ოსკარი (1939)

გრეგ ტოლანდი (ინგლ. Gregg Toland; დ. 29 მაისი, 1904, ჩარლსტონი, ილინოისი — გ. 26 სექტემბერი, 1948, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინოოპერატორი, ცნობილია თავისი მიღწევებით განათებასა და ღრმა მიზანსცენებში. ცნობილია, ასევე ფილმ მოქალაქე კეინზე მუშაობით (ორსონ უელსთან ერთად).

1930-იან წლებში ტოლანდი ჰოლივუდის ყველაზე ახალგაზრდა კინოოპერატორი იყო. შვიდწლიანი პერიოდის (1936—1942) განმავლობაში ხუთჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო ოპერატურისთვის, 1939 წელს კი მიიღო კიდეც ეს ჯილდო „ქარიშხლიანი უღელტეხილისთვის“.

1920-იან, 30-იან და 40-იან წლებში მუშაობდა წამყვან კინოოპერატორებთან, მათ შორის ჯონ ფორდთან, ჰოვარდ ჰოუქსთან, ერიხ ფონ შტროჰეიმთან, კინგ ვიდორთან, ორსონ უელსთან და უილიამ უაილერთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ილინოისის შტატში, ჯენი და ფრენკ ტოლანდების ოჯახში, რომელიც მათი ერთადერთი შვილი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. 1910 წელს, დედასთან ერთად, გრეგი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. იმის დამსახურებით, რომ დედამისი კინობიზნესის რამდენიმე წარმომადგენელთან შინამოსამსახურედ მუშაობდა, 15 წლის გრეგიმ „უილიამ ფოკს სტუდიოში“ შიკრიკად დაიწყო მუშაობა, რისთვისაც კვირაში 12 დოლარს გამოიმუშავებდა. მალევე იგი კინოოპერატორის ასისტენდად მოეწყო და მისი ყოველკვირეული გასამრჯელო 18 დოლარამდე გაიზარდა.

1939 წელს ტოლანდი პირველ სრულუფლებიან ავტორად გვევლინება ედი კანტორის ფილმზე „აყვავებული დღეები“. ამავე წელს მიიღო ოსკარი ქარიშხლიან უღელტეხილზე მუშაობისთვის. სწორედ ამ პერიოდში შეიმუშავა ღრმა მიზანსცენების ტექნიკაც. ამ მოვლენების შემდეგ მისი პოპულარობა გაიზარდა, მომდევნო სამწლიან პერიოდში მის მიერ გამომუშავებულმა თანხამ დაახლოებით 200 000 დოლარი შეადგინა.

მისი კარიერა ტრაგიკულად დასრულდა 1948 წელს. 44 წლის ასაკში გრეგ ტოლანდი მოულოდნელად გარდაიცვალა კორონარული თრომბოზისგან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]