გრეგორი ჰობლიტი
გრეგორი ჰობლიტი | |
---|---|
დაბადების სახელი | გრეგორი კინგ ჰობლიტი |
დაბადების თარიღი |
27 ნოემბერი, 1944 აბილინი, ტეხასი, ![]() |
მეუღლე(ები) | დებრა ფარენტინო (1994-დღემდე) |
ჯილდოები | ემის ჯილდო |
გრეგორი კინგ ჰობლიტი (ინგლ. Gregory King Hoblit; დ. 27 ნოემბერი, 1944, აბილინი, ტეხასის შტატი, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. იღებს დრამას, თრილერს, ფანტასტიკას.
გრეგორი ჰობლიტი იზრდებოდა მამამისის — ჰაროლდ ჰობლიტისა და დედამისის — ელიზაბეთ კინგის ოჯახში. დაამთავრა ბერკლისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები ტელევიზიისა და კინემატოგრაფიის სპეციალობით.
თავდაპირველად სახელი გაითქვა როგორც სერიალ „ბლიუზ-ჰილ-სტრიტის“ სცენარისტმა. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი სარეჟისორო ნამუშევარია ფილმი „პირველყოფილი შიში“ რიჩარდ გირის მონაწილეობით. შემდეგ იყო ფილმები „რადიოტალღა“ და „ჰარტის ომი“ და სხვა. მიღებული აქვს ემის ჯილდო. 1994 წლიდან დაქორწინებულია დებრა ფარენტინოზე.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კლასი 61 (Class of 61, 1993)
- პირველყოფილი შიში (Primal Fear, 1996)
- დაცემული ანგელოზი (Fallen, 1998)
- რადიოტალღა (Frequency, 2000)
- ჰარტის ომი (Hart's War, 2002)
- გადატეხა (Fracture, 2007)
- უკვალო (Untraceable, 2008)