გრეგორიო სალვიატი

გრეგორიო ანტონიო მარია სალვიატი (დ. 1722 — გ. 1794) — იტალიელი კათოლიკე კარდინალი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრეგორიო სალვიატი რომში, 1722 წლის 12 დეკემბერს, ვინცენსო სალვიატის, ჯულიანოს ჰერცოგისა და ანა მარია ბონკომპანი ლუდოვისის ოჯახში დაიბადა.[1]
1745 წლის მარტში ის პაპ ბენედიქტე XIV-ის კარს მისი უწმინდესობის კაპელანის ტიტულით შეუერთდა. 1749 წლის 22 მაისს, ის სამოციქულო ხელმოწერის ტრიბუნალის რეფერენდარი გახდა. 1749 წლის ივნისს ის პაპის მისი უწმინდესობის პრელატი გახდა. 1754 წლიდან 1759 წლამდე, მალტის ინკვიზიტორის როლს ასრულებდა. 1759 წლის 5 დეკემბერს, ის ავინიონის ვიცე-ლეგატი გახდა, და ეს პოზიცია 1766 წლამდე ეკავა. 1766 წლის ოქტომბერში მან პაპის არმიის კომისარი გენერლის პოზიცია დაიკავა. იმავე წელს გახდა მოციქულთა პალატის წევრი, და 1775 წელს მოიპოვა პალატის აუდიტორის თანამდებობაც.[1]
პაპმა პიუს VI-მ 1777 წლის 23 ივნისს ის კონსისტორიის კარდინალ დიაკვნად აქცია. 1777 წლის 26 ივნისს მან წითელი ქუდი მიიღო, და ორ დღეში სანტა-მარია-დელა-სკალას ეკლესიაც მიენიჭა. 1780 წლის 27 სექტემბერს მან სანტა-მარია-ინ-კოზმედინის დიაკვნობა არჩია. იმავე წლის 10 ნოემბერს სამოციქულო ხელმოწერის ტრიბუნალის პრეფექტი გახდა.[1]
1781 წლის იანვარში, ის ირლანდიის სამეფოს კარდინალ-პროტექტორი გახდა. შემდგომ იგივე პოზიცია ეკავა ფრანცისკელების საძმოს ერთ-ერთ განაყოფში (1783 წლის აგვისტო), ჰოსპიტალიერებსა (1787 წლის თებერვალი) და წმინდა მიწაზე (1788 წლის დეკემბერი).[1]
გარდაიცვალა რომში, 1794 წლის 5 აგვისტოს. დაიკრძალა სანტა-მარია-სოპრა-მინერვაში.[1]