გრეგორევკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეგორევკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
გრეგორევკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — რუსეთი
გრეგორევკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა გრეგორევკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1906
გარე სურათები
ეკლესიის ფოტო

გრეგორევკის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (რუს. Церковь Успения Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ გრეგორევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1906 წელს.

ეკლესიის მისამართი: 346966, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი გრეგორევკა, საჭოთა ქუჩა № 10-ა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ გრიგორევკაში ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესია ააშენეს 1906 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსებით. ეკლესია აგებულია ადგილობრივი კირქვით. ეკლესიას აქვს ერთი საკურთხეველი, მცირე სატრაპეზო და სამრეკლო. ეკლესიის უწყისებს მიხედვით 1912 წლისათვის ეკლესია ითვლებოდა სლობოდა ფიოდოროვკას ამაღლების ეკლესიაზე მიწერილად.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება გრძელდებოდა 1930-იანი წლების დასაწყისამდე. შემდეგ იგი დახურეს და გადააკეტეს ხორბლის შესანახ საწყობად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსახლეობის თხოვნით ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა. 1960-იანი წლებში ეკლესია დაიხურა და მასში კვლავ საწყობი განათავსეს. საეკლესიო ჭურჭელი დაიტაცეს, კანკელი გაანადგურეს. ერთი კედელი გაანგრიეს, რათა მანქანები შესულიყო, ერთ-ერთი გვერდითა შესასვლელი კი ამოქოლეს.

2000 წელს აღდგა ადგილობრივი მრევლის მოქმედება და დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები მოსახლეობის სახსრებით. 2010 წლიდან აღდგა ღვთისმსახურება. ამჟამად ეკლესიაში კვლავ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ღვთისმსახურება კი რეგულარულად იმართება. ეკლესიის წინამძღვარია ნილ ბელოუსოვი.

ადგილობრივი მხარეთმცოდნეების აზრით ეკლესია გამოირჩევა გამომეტყველებითი სილუეტებითა და ფასადების პროპორციულობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]