შინაარსზე გადასვლა

გრაფი კასიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კასიუსი (ლათ. Cassius; VII საუკუნის მიწურული – VIII საუკუნის პირველი ნახევარი) — ვესტგუთების სამეფოს გრაფი, რომელიც მოგვიანებით ომაიანთა სახალიფოს გრაფი გახდა. ბანუ კასის მუვალადური დინასტიის დამფუძნებელი.

კასიუსის შესახებ ინფორმაცია შემორჩენილია მხოლოდ ესპანელ-მუსლიმი ავტორების წყაროებიდან. მამამისის ვინაობა უცნობია, თუმცა ზოგიერთ ტრადიციაში იგი ბორჯას გრაფი ფორტუნის ვაჟად მოიხსენიება. ვესტგუთების ეპოქაში მისი ზუსტი თანამდებობაც უცნობია. მისი ტერიტორიები ებროს ზემო დინების მიდამოებში მდებარეობდა — არნედოში, ეჯეასა და ბორჯაში. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი შეიძლებოდა ყოფილიყო ბასკური მარშის გრაფი ოლიტეში, რომლის ამოცანა ბასკებისგან ჩრდილოეთი საზღვრების დაცვა იყო. ზოგიერთი არაბული წყარო მას ვიტიზის მეფის მხარდამჭერად მოიხსენიებს.

არაბების მიერ პირენეს ნახევარკუნძულის დაპყრობის შემდეგ, კასიუსი მუსა იბნ ნუსაირს დაემორჩილა. მუსლიმი ავტორები მას კუმის კასს უწოდებენ. 714 წელს ისლამი მიიღო.

იმავე წელს კასიუსი სხვა ვესტგუთ დიდგვაროვნებთან ერთად მუსასთან ერთად გაემგზავრა დამასკოში ხალიფასთან. აუდიენციის შემდეგ მან ერთგულების ფიცი დადო და ქრისტიანობა უარყო. ხალიფის მიერ ყოფილ სამფლობელოებზე მმართველად დანიშვნის შემდეგ, კასიუსი ესპანეთში დაბრუნდა. მუსას გაძევების მიუხედავად, მან მასთან კავშირი შეინარჩუნა. ამ კავშირების განმტკიცებისთვის მისი უფროსი ვაჟი ფორტუნ იბნ კასი დაქორწინდა მუსას შვილიშვილზე აიშაზე.

კასიუსის შემდგომი ბიოგრაფია უცნობია. ცნობილია მხოლოდ ქალაქები, რომლებსაც მმართველობდა: არნედო, ტარასონა, ტუდელა და ნაჯერა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]