გრანდიდიერიტი
გრანდიდიერიტი | |
---|---|
![]() |
|
გრანდიდერიტის ტაბულური კრისტალები მადაგასკარის ტიპის მდებარეობიდან | |
საერთო | |
კატეგორია | ნეზოსილიკატები |
ქიმიური ფორმულა | (Mg,Fe2+)Al3(BO3)(SiO4)O2 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | ციანი ფირუზისფერამდე; მოლურჯო-მწვანე |
კრისტალის სინგონია | რომბოიდული |
სიმაგრე მოოსის სკალით | 7.5 |
მინერალის ელვარება | მინისებრი |
სიმკვრივე | 2.976 კგ/მ³ |
გრანდიდიერიტი — იშვიათი მინერალი. იგი აღმოაჩინილ იქნა 1902 წელს ფრანგი მინერალოგ ალფრედ ლაკრუას მიერ სამხრეთ მადაგასკარში, ანდრაჰომანის კონცხის მიდამოებში. მინერალს სახელი ეწოდა ფრანგი მკვლევარის ალფრედ გრანდიდიერის პატივსაცემად, რომელიც სწავლობდა მადაგასკარის ბუნებრივი რესურსების ისტორიას.[1] 2000-იან წლებამდე, ანდრაჰომანის კონცხი ერთადერთი ადგილი იყო სადაც მოიპოვებდნენ გრანდიდიერიტს. 2000 წელს შრი-ლანკაში აღმოაჩინეს გრანდიდიერიტის კიდევ ერთი საბადო, 2014 წელს — მადაგასკარში ტრანომაროს მახლობლად, 2015 წელს — ტულიარში.

რაც უფრო მეტ რკინას (Fe) შეიცავს, გრანდიდიერიტი უფრო ცისფერი ხდება. ახლახან აღმოჩენილი ძვირფასი ქვა, ლურჯი ომნილიტი, არის Fe-ანალოგი (Fe, Mg) გრანდიდიერიტის (Mg, Fe).[2]
გრანდიდიერიტები ავლენენ ძლიერ ტრიქროიულ პლეოქროიზმს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია აჩვენოს სამი განსხვავებული ფერი ხედვის კუთხიდან გამომდინარე: მუქი ლურჯი-მწვანე, უფერო (ზოგჯერ ძალიან ღია ყვითელი) ან მუქი მწვანე.
მიუხედავად იმისა, რომ ტრიქროიზმი, როგორც წესი, შეიძლება დაეხმაროს გრანდიდერიტების სხვა ძვირფასი ქვების გამორჩევას, ლაზულიტები შეიძლება გამოჩნდეს ლურჯ-მწვანე ფერებში და აჩვენოს უფერო/ლურჯი/მუქი ლურჯი პლეოქროიზმი. მიუხედავად ამისა, ლაზულიტებს აქვთ უფრო მაღალი რეფრაქციული ინდექსები და სპეციფიკური სიმძიმე. გრანდიდიერიტებს ასევე აქვთ უფრო დიდი სიმტკიცე 7.5 მოოსის სკალით.
დიდი გამჭვირვალე სახიანი გრანდიდერიტის ნიმუშები ძალზე იშვიათია. ყველაზე დიდი მოჭრილი ნიმუში, რომელიც ამჟამად ცნობილია GIA-სთვის, იწონის 763.5 კარატს.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Grandidierite: Grandidierite mineral information on Mindat
- ↑ Ominelite on Mindat.org
- ↑ Unusually Large Grandidierite | Gems & Gemology en. ციტირების თარიღი: 2020-09-30