გრაკლიანი გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრაკლიანი გორა.

გრაკლიანი გორა — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. აღმოჩნდა 2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს.

არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე, როდესაც გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობა უნდა დასრულებულიყო.

2015 წელს გრაკლიანი გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[1]. 2015 წელს გორაზე ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთეხევლი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს[2].

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელიც გრაკლიანის გორაზე აწარმოებს გათხრებს, წარწერის თარიღის დაზუსტების მიზნით ნიმუშები მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნა. მაიამის ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი არის ძვ. წ. XI-X საუკუნეები[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალურ ამიერკავკასიაში : (გრაკლიანი გორა) / ვახტანგ ლიჩელი // Academia / აპ. ქუთათელაძის სახ. თბ. სახ-ფო სამხატვრო აკადემია. - თბილისი, 2010. - ISSN 1512-0899. - N1. - გვ.25-38

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]