გრადუსთა ბადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დედამიწის გრადუსთა ბადე — მერიდიანებისა და პარალელების სისტემა გეოგრაფიულ რუკებზე და გლობუსებზე. გრადუსთა ბადის მეშვეობით ხდება დედამიწის ზედაპირის წერტილთა გეოგრაფიული კოორდინატებისგრძედისა და განედის — ათვლა. მოცემული მერიდიანის ყოველ წერტილს ერთი და იგივე გრძედი აქვს, ხოლო პარალელთა წეტილებს — ერთი და იგივე განედი.

გეოდეზიაში დედამიწის ფიგურად მიჩნეულია შეკუმშული ბრუნვის ელიფსოიდი, რომელზედაც მერიდიანები დედამიწის პოლუსებზე გამავალ ელიფსებს წარმოადგენენ, ხოლო პარალელები მცირე წრეებია, რომელთა სიბრტყეები დედამიწის ბრუნვის ღერძის პერპენდიკულარული და დედამიწის ეკვატორის პარალელურია. დედამიწის ელიფსოიდის შეკუმშულობის შედეგად, გრადუსთა ტოლი რაოდენობის ინტერვალით გავლებულ პარალელებს შორის არსებული ხაზობრივი მანძილი ოდნავ იზრდება ეკვატორიდან პოლუსებისაკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]