შინაარსზე გადასვლა

გო კუნი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გო კუნი
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1938(1938-01-02) (88 წლის)
დაბადების ადგილი სეული
მოქალაქეობა  სამხრეთი კორეა
განათლება სეულის ეროვნული უნივერსიტეტი
მამა Hyŏng-gon Ko
მეუღლე/ები Cho Hyun-sook[1]
შვილ(ებ)ი Goh Jin[2]

გო კუნი (დ. 2 იანვარი, 1938) — სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსი, რომელიც სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი იყო 1997 წლიდან 1998 წლამდე და კვლავ 2003 წლიდან 2004 წლამდე. კუნი იყო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2004 წელს, ნო მუ ჰიენის თანამდებობიდან გადაყენების დროს, ასევე სეულის მერი 1988-1990 წლებში და კვლავ 1998-2002 წლებში.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გო კუნი დაიბადა 1938 წლის 2 იანვარს სეულში, სამხრეთ კორეაში და 1953 წლიდან 1956 წლამდე სწავლობდა კიუნგის საშუალო სკოლაში. 1960 წელს კუნმა სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამავე უნივერსიტეტში ის სტუდენტური საბჭოს პრეზიდენტი იყო. ის უნივერსიტეტში 1968 წელს დაბრუნდა და 1971 წელს მაგისტრის ხარისხით დაამთავრა ქალაქგეგმარების სპეციალობით.[3]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნმა საჯარო სამსახურში კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც მან შინაგან საქმეთა სამინისტროში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. იგი სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე დაწინაურდა. მათ შორის, 1975-1979 წლებში იყო სამხრეთ ჯოლას პროვინციის გუბერნატორი, 1980-1981 წლებში ტრანსპორტის მინისტრი, ხოლო 1981-1982 წლებში სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრი.

1985 წელს კუნი ეროვნული ასამბლეის წევრად აირჩიეს, სანამ 1988 წელს სეულის მერად დაინიშნებოდა. 1990 წელს, საეჭვო სამშენებლო პროექტის დამტკიცებაზე უარის თქმის გამო, იგი თანამდებობიდან გადააყენეს. თუმცა, ის თანამდებობას 1998 წელს დაუბრუნდა, ამჯერად არჩევნების გზით, და 2002 წლამდე იმსახურა.[4] თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან სეულში პროგრამა „სიცოცხლის 10 მილიონი ხე“ წამოიწყო და დააწესა გამონაბოლქვის უფრო მკაცრი სტანდარტები, რამაც ქალაქის მნიშვნელოვანი გამწვანება გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრი და მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1997 წლიდან 1998 წლამდე და 2003 წლიდან 2004 წლამდე იკავებდა.[5][6]

პრეზიდენტ ნო მუ ჰიენის იმპიჩმენტის შემდეგ, იგი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა 2004 წლის 12 მარტიდან 14 მაისამდე, ვიდრე სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება არ გააუქმა და ნოს საპრეზიდენტო უფლებამოსილება არ აღუდგინა.[7][8] მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2004 წლის 24 მაისს დატოვა, მას შემდეგ, რაც უარი თქვა პრეზიდენტის მოთხოვნის შესრულებაზე მინისტრთა კაბინეტის წევრების შეცვლასთან დაკავშირებით.[9][10] თანამდებობაზე იგი ლი ჰე-ჩანმა შეცვალა, რომლის კანდიდატურაც 30 ივნისს დაამტკიცეს.[11][12]

პოლიტიკური მოღვაწეობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ივნისში კუნმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა გამოაცხადა.[13]

2007 წლის 16 იანვარს მან განაცხადა, რომ აღარ მიიღებდა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდებოდა.[14] მიუხედავად პოლიტიკიდან წასვლისა, 2009 წლის 21 დეკემბერს პრეზიდენტმა ლი მიონ ბაკმა იგი საზოგადოებრივი ერთიანობის საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.[15][16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://woman.donga.com/people/article/all/12/136235/1
  2. https://www.yna.co.kr/view/AKR20210929165800365
  3. News Staff. (8 November 2004) SU Board of Trustees elects Goh, honors Menschel. ციტირების თარიღი: 7 January 2024
  4. Ser, Myo-ja. (12 March 2004) Acting leader learned role through 6 administrations. ციტირების თარიღი: 7 January 2024
  5. 고건 (კორეული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2014. ციტირების თარიღი: 22 January 2010.
  6. Former Prime Ministers (January 7, 2024).
  7. Len, Samuel (13 March 2004). Parliament Impeaches South Korea President. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 March 2004.
  8. Len, Samuel (12 March 2004). South Korea Parliament Votes To Strip President of Powers. The New York Times. ციტირების თარიღი: 12 March 2004.
  9. S.Korea PM resigns over row with president (15 May 2004). ციტირების თარიღი: 7 January 2024
  10. Roh accepts Prime Minister's resignation (25 May 2004). ციტირების თარიღი: 7 January 2024
  11. The Associated Press. (30 June 2004) Asia: South Korea: New Prime Minister. ციტირების თარიღი: 7 January 2024
  12. S. Korean President Replaces Three Cabinet Members - 2004-06-30 (30 June 2004). ციტირების თარიღი: 7 January 2024
  13. Goh Kun to Run for President on Center Coalition Ticket. The Chosun Ilbo. ციტირების თარიღი: 2 June 2006
  14. „South Korea Contender Drops Out“. BBC News. 16 January 2007. ციტირების თარიღი: 16 January 2007.
  15. Goh Kun to seek social integration (22 December 2009). ციტირების თარიღი: 7 January 2024
  16. [Editorial Achieving social unity in S. Korea requires a change in Lee's domestic policies] (22 December 2009). ციტირების თარიღი: 7 January 2024