გო არა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
გო, ხოლო სახელი — არა.
გო არა
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1990 (1990-02-11) (34 წლის)
ჩინჯუ, სამხრეთ კორეა
ეროვნება სამხრეთ კორეელი
ალმა-მატერი ჩუნგანგის უნივერსიტეტი[1]
საქმიანობა მსახიობი, მოდელი;
აქტიური 2003-დღევანდელი

გო არა (კორ. 고아라; დ. 11 თებერვალი, 1990) — სამხრეთ კორეელი მსახიობი და მოდელი. ცნობილი გახდა შემდეგი კორეული ტელესერიალებიდან: ბასრი (2003), Heading to the Ground (2009), პასუხი 1944 (2013), შენ გარშემორტყმული ხარ (2014), ჰვარანი (2016–17), რუხი (2017), მის ჰამურაბი (2018), Haechi, (2019) და დო დო სოლ სოლ ლა ლა სოლ(2020).

ადრეული ცხოვრება და წვრთნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გო არა დაიბადა ჩინჯუში, სამხრეთ კორეაში. პატარა ასაკში, მუდმივად კორეის სხვადასხვა კუთხეში გადადიოდა საცხოვრებლად, რადგან მამამისი ჯარისკაცი იყო. საშუალო სკოლაში, მეგობარმა ურჩია გაევლო გასაუბრება S.M.Entertainment-ში. 2003 წელს ის გახდა S.M.Entertainment-ის თინეიჯერ მოდელთა კონკურსის გამარჯვებული.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003-2012: საწყისი და პოპულარობის ზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გო აირჩიეს ქალის მთავარი როლის - ლი ოკ-რიმის სათამაშოდ, 2003 წლის KBS-ის თინეიჯერულ დრამა ბასრში. ამბიციური და თავდაჯერებული საშუალო სკოლის მოსწავლის როლმა მას ვარსკვლავური პოპულარობა მოუტანა.[3] როლი განმეორებით ითამაშა მეორე ნაწილში ბასრი 2.[4]

2008 წლის დეკემბერში

გომ შემდეგ მიიღო მონაწილეობა SBS-ის 2006 წლის მელოდრამაში თოვლის ყვავილი, კიმ ჰი ესთან ერთად.[5] მეამბოხე და ამბიციური იუ დამის ამპლუის მორგებამ მას ბეკსანგის ხელოვნების დაჯილდოებაზე აღიარება მოუტანა.[6]

გო არას პირველი ფილმი იყო დიდ-ბიუჯეტიანი იაპონური ფილმი ჩინგიზ-ხანი: დედამიწისა და ზღვის ბოლოებში, რომელიც გამოვიდა იაპონიაში 2007 წლის მარტში. მან ითამაშა ხულანის - ჩინგიზ ხანის საყვარლის როლი, 40 000 აპლიკანტებიდან არჩევის შემდეგ. მან ითამაშა კიდევ ერთ იაპონურ ფილმში Dance Subaru ენის კარგად ცოდნიდან გამომდინარე.[7]

2008 წელს, მან მონაწილეობა მიიღო MBC-ის სატელევიზიო დრამაში ვინ ხარ შენ? იუნ გე სანთან ერთად.[8] მიუხედავად დაბალი რეიტინგისა კორეაში, კომედიამ სხეულთა გაცვლაზე საერთაშორისო ფანების ყურადღება მიიპყრო და გაზარდა მისი პოპულარობა კორეულ ტალღაში. ამან უბიძგა მის გამოჩენას იაპონურ სატელევიზიო დრამაში Karei naru Spy.[9]

2009 წელს ის აიყვანეს როლზე MBC-ის რომანტიკულ კომედიაში Heading to the Ground აიდოლ მომღერალ იუნოსთან (TVXQ) ერთად.[10]

2012 წელს მისი დებიუტი შედგა კორეული ფილმის ინდუსტრიაში სპორტული ფილმით Pacemaker, სადაც სამხრეთ კორეის წარმომადგენელი ჭოგით მხტომარის როლისათვის 5 კილოგრამი მოიმატა. [11]შემდეგ მან გამოავლინა სიმღერის ნიჭი 2012] წლის მულტიკულტურულ ფილმში პაპა, პაკ იონ ვუსთან ერთად.[12] არა, ყურადღება მიიპყრო თავისი ვოკალური და ცეკვის შესაძლებლობებით, ინგლისურის თავისუფლად ფლობითა და სამსახიობო შესრულებით ფილმში.[13]

2013-დღეს: კარიერის აღორძინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გო არას პოპულარობა უფრო მეტად გაიზარდა ნოსტალგიური კამპუს დრამა პასუხი 1994-ში (2013) თამაშის შემდეგ. იმისათვის, რომ გარდასახულიყო სონ ნა ჯონგის აპლუაში, თმა შეიჭრა და 8 კილოგრამი მოიმატა.[14] როცა მისი ამ როლის თამაშის ამბავი გასაჯაროვდა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მოგვიანებით კრიტიკოსებისა და მაყურებლებისაგან დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. მისი შესრულებისათვის, გო არამ მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციები ბეკსანგის ხელოვნების დაჯილდოებასა და აპან სთარ დაჯილდოებაზე. ამის შემდეგ ითამაშა დამწყები დეტექტივი ქალის როლი 2014 წლის პოლიციის ჟანრის დრამაში შენ გარშემორტყმული ხარ, ლი სუნ გისა და ჩა სუნგ ვონთან ერთად.[15][16]

2015 წელს, არა დაუბრუნდა დიდ ეკრანებს იუ სუნგ ჰოსთან ერთად ჩოსონის დინასტიის პერიოდის ფილმში ჯადოქარი, სადაც თამაშობს პრინცესის როლს, რომელსაც ცირკის ჯადოქარი უყვარდება.[17] ამას მოჰყვა მთავარი როლი ფანტომის დეტექტივში, ნეო-ნოარი და ექშენის ჟანრიხ ფილმი ლი ჯე ჰუნთან ერთად.[18]

2016 წელს გო არა მონაწილეობდა მთავარი ქალი მსახიობის როლში პაკ სო ჯუნთან ერთად ისტორიულ ტელესერიალში ჰვარანი.[19][20] იმავე წელს, მან დატოვა S.M.Entertainment 13 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ და კონტრაქტი დადო ახალდაარსებულ მენეჯმენტის კომპანიასთან 2017 წლის იანვარში.[21] შემდეგ მან ითამაშა ფენტეზი თრილერის ჟანრის ფილმი "რუხი" სონ სუნგ ჰეონთან ერთად. ითამაშა ქალი, რომელსაც შეუძლია წინასწარ ნახოს სიკვდილი.[22][23]

2018 წელს გომ ითამაშა სატელევიზიო დრამაში მის ჰამურაბი კიმ მიონგ სუსთან ერთად.[24] სერიალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მისი კორეული თანამედროვე საზოგადოების გულწრფელი აღწერისათვის; გო არას სამსახიობო ნიჭი მრავალჯერ გახდა შექების საგანი.[25]

2019 წელს არა მონაწილეობდა ისტორიულ დრამაში Haechi, სადაც დეტექტივის როლში წარსდგა, რომელიც საბრძოლო ხელოვნებასა და უცხო ენებს კარგად ფლობს.[26]

2020 წელს მან ითამაშა მუსიკალურ რომანტიკულ სატელევიზიო დრამა დო დო სოლ სოლ ლა ლა სოლ-ში პიანისტის როლი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 7 მარტს, გო არას სააგენტომ განაცხადა, რომ Haechi-ს გადაღებების დროს გო არამ ფეხი დაიზიანა, რის გამოც მოხდა მისი ჰოსპიტალიზირება.[27]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Conflicting views of celebs on campus. The Korea Times (February 3, 2014).
  2. [Herald Interview After 14 years, actress Go Ara has only just begun]. The Korea Herald (February 23, 2017).
  3. Go A-ra Escapes Baby Doll Image in New TV Drama. ChosunMedia (November 23, 2013).
  4. Go Ara: 'Life Is Series of Challenges'. HANCINEMA (January 20, 2012).
  5. Drama "Snow Flower" to Be Shot in September. HANCINEMA (june 16, 2006).
  6. 박해진-고아라, 백상예술대상 TV부문 신인상 수상. 문화 (April 26, 2007).
  7. Go Ara: 'Life Is Series of Challenges'. HANCINEMA (January 20, 2012).
  8. Different Bodies for Different Souls in `Who Are You. TheKoreaTimes (March 4, 2008).
  9. 고아라 日 드라마에 첫 출연. NAVER TV (July 29, 2009).
  10. 맨땅에 헤딩' 정윤호-아라, 낭만 데이트 즐겨. waybackmachine (August 26, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 21, 2016. ციტირების თარიღი: თებერვალი 15, 2021.
  11. Actress Go Ara Becomes a Pole Vaulter in Film. HANCINEMA (January 3, 2012).
  12. Actress Go A-ra Hopes to Inspire Viewers to Chase Dreams. ChosunMedia (January 28, 2012).
  13. ‘PaPa’ is the Rediscovery of Go Ara. Mwave (January 19, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2017. ციტირების თარიღი: თებერვალი 15, 2021.
  14. Go A-ra happy to reveal true side. Korea JoongAng Daily (january 8, 2014).
  15. Lee Seung-gi, Cha Seung-won, Go Ara Confirm New Drama. TENASIA (February 26, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2020. ციტირების თარიღი: თებერვალი 15, 2021.
  16. Go Ara’s second series set for late April. Korea JoongAng Daily (March 30, 2014).
  17. YOO Seung-ho and GO A-ra to magically fall in love. Kofiz KoBiz (December 30, 2014).
  18. Hong Gil-dong to be Made into a Film. Kofiz KoBiz (January 6, 2015).
  19. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. The Korea Times (January 5, 2016).
  20. Go A-ra to Stand Out in Ancient Knight-Themed Drama. ChosunMedia (November 30, 2016).
  21. Go Ara signs with new agency. The Kpop Herald (January 10, 2017).
  22. Song Sung-heon, Go A-ra cast in OCN drama. Korea JoongAng Daily (August 4, 2017).
  23. Fantasy thriller 'Black' dabbles in preternatural realm. YONHAP NEWS AGENCY (October 11, 2017).
  24. Miss Hammurabi’ to search for warmhearted justice. The Kpop Herald (may 21, 2018).
  25. Go Ara shares feelings on ‘Ms. Hammurabi’. The Kpop Herald (July 18, 2018).
  26. SBS announces the cast of ‘Haechi’. Korea JoongAng Daily (Novebmeb 8, 2018).
  27. 고아라・'해치' 양측 "촬영 중 발목 인대 찢어져..향후 일정 문제無"[공식입장]. OSEN (March 7, 2019).