გოხნარის ლოდოვანი
იერსახე
გოხნარის ლოდოვანი — ციკლოპურ ნაგებობათა ერთ-ერთი უდიდესი კომპლექსი საქართველოში. მდებარეობს მდინარე ალგეთის ხეობაში სოფ. გოხნარის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მახლობლად. შედგება 3 ძირითადი ნაწილისაგან: ნაპრალ-გვირაბებიანი ქვაყრილის (კარკნალი), ნასოფლარისა და ციხისაგან. ციხე გეგმით ოთხკუთხაა. განსაკუთრებით გრანდიოზულია ზღუდის აღმოსავლეთი კედელი. სამხრეთ კედელში ცილინდრული კოშკებია. გოხნარის ლოდოვანის ტერიტორიაზე არის რამდენიმე ღოლმენისებური ნაგებობა, გვირაბები, გამაგრებული და დახურილი ბუნებრივი ნაპრალები, მენჰირები და სხვა. ცენტრში აღმართულია უზარმაზარი ქვასვეტი — მონოლითი. ვარაუდით, ადრინდელი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938;
- ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936;
- ციციშვილი ი., ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955;
- გაფრინდაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 240.