გოჩა შალიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოჩა შალიკაშვილი
დაბ. სახელი გოჩა შალიკაშვილი
დაბ. თარიღი 1965
გარდ. თარიღი 7 ოქტომბერი, 2016 (51 წლის)
მშობლები მამა: ამირან შალიკაშვილი
დედა: ნათელა ფირცხალავა-შალიკაშვილი

გოჩა შალიკაშვილი (დ. 1965 — გ. 7 ოქტომბერი, 2016) — ქართველი მსახიობი.

დაიბადა საქართველოს სახალხო არტისტი მაესტრო ამირან შალიკაშვილისა და ნათელა ფირცხალავა-შალიკაშვილის ოჯახში. 1981–1988 წლებში პანტომიმის სახელმწიფო თეატრში მუშაობდა მსახიობად. მონაწილეობდა სპექტაკლებში „ელექტრა“, „უკვდავნი“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ფიროსმანი მეფე“, „სტუმარ-მასპინძელი“. 1988–1994 წლებში მუშაობდა პანტომიმის თეატრში დირექტორის მოადგილედ, 2004–2009 წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მთავარ ადმინისტრატორად. 2014 წლიდან გარდაცვალებამდე კვლავ პანტომიმის თეტრის ადმინისტრატორი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]