გოღთანი (ნახიჩევანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გოღთანი (სომხ. Գողթն) — იყო კანტონი, რომელიც მდებარეობდა სომხეთის მთიანეთში, ვასპურაკანის პროვინციაში. მისი საზღვრები უხეშად შეესაბამება ნახიჩევანის თანამედროვე ორდუბადის რაიონს, აზერბაიჯანში.[1][2]

გოღთანი კარგად იყო ცნობილი მეღვინეობით და მისი ყურძნისა და ხილის ბაღების ხარისხით. რეგიონი ასევე იყო მრავალი გამოჩენილი სომეხი გუსანის სამშობლო. მეოცე საუკუნის ცნობილი სომეხი კომპოზიტორის და მუსიკის ეთნოლოგი კომიტასის წინაპრები წარმოშობით გოღთანიდან იყვნენ.[3] ზოგიერთი რეგიონის უძველესი ქალაქი და სოფელი დღემდე შემორჩენილია, მათ შორისაა ჯუღა (ამჟამად ეწოდება ჯულფა) და ორდვათი (თანამედროვე ორდუბადი).[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუასაუკუნეების დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი მეფე ტიგრან ერვანდუნის თანახმად, მისი მეუღლე და მისი ქალიშვილები დასახლდნენ აღმოსავლეთ არარატამდე და გოღთანამდე მდებარე რაიონებში. მემატიანე კორიუნის ცნობით მესროპ მაშტოცი, სომხური ანბანის გამომგონებელი, დიდი ხნის განმავლობაში სავარაუდოდ, გოღთანში ყოფნის დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქალაქ მესროპავანში, სადაც ის ასევე მუშაობდა სომხური დამწერლობის შექმნაზე და ამავე დროს იყო დაკავებული ქადაგებით.[4] მესროპ მაშტოცის დამსახურება რეგიონში ქრისტიანობის საკითხში იმდენად დიდი იყო, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გოღთა, ისევე როგორც სომხეთის კიდევ ორ პროვინცია, შესაძლო დაკრძალვის ერთ-ერთ ადგილად არის მიჩნეული. (ისტორიკოსის მ. ხორენაცის ცნობით[4])

XI საუკუნეში დაიწყო სელჩუკთა შემოსევები სომხეთში. ამ შემოსევამ კატასტროფული დარტყმა მიაყენა სომეხთა ეთნიკურ ჯგუფს. გოღთანი სიუნიკთან ერთად შედიოდა სელჩუკთა მიერ დაპყრობილ სომხურ ნაწილში. ისლამისტური დამპყრობლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, სომხები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სამშობლო და ემიგრაციაში წასულიყვნენ ჩრდილოეთით საქართველოსკენ.[5]

ადრეული თანამედროვე - თანამედროვე პერიოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1604 წელს რეგიონიდან მოსახლეობა შაჰ აბას I- მა განდევნა და მისი სომეხი მოსახლეობა ირანში გადაასახლა. გოღთანი 1700-იანი წლების შუა ხანებში გახდა ნახიჩევანის სახანოს შემადგენელი ნაწილი და დაიყო ხუთ ოლქად (მაჰალებად) ესენი იყო: ორდუბადი, აგული, დაშთი, ბელევი და ჭანანაბი. 1752 წელს რეგიონს თავს დაესხა აზატ ხანი, რომელმაც დაიმორჩილა ეს ტერიტორია.[6]

მონუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოღთანი აღმოჩენილია მრავალი ისტორიული სომხური ეკლესია. აღმოჩენილ ტაძრებში შედის: წმინდა იაკობის ბაზილიკა შურუდში, ზემო იუხარი-აილისში წმიდა თომა მოციქულის მონასტერი, ჩანაბში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია და მერსვანეთში წმინდა მესროპის მონასტერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (in Armenian) Alishan, Ghevond. Սիսական (Sisakan). Venice: Mkhitarian Press, 1893.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Robert H. Hewsen. The Geography of Ananias of Širak: Ašxarhacʻoycʻ, the Long and the Short Recensions. — Reichert, 1992. — P. 253.
  2. 2.0 2.1 Hakobyan, Tadevos (2007). Հայաստանի Պատմական Աշխարհագրություն [Historical Geography of Armenia] (hy). Yerevan: Yerevan State University Press, გვ. 179. 
  3. Soulahian Kuyumjian, Rita (2001). Archeology of Madness: Komitas, Portrait of an Armenian Icon. Edition 2. Reading, England: Taderon Press; Princeton, NJ: Gomidas Institute, p. 11.
  4. 4.0 4.1 Аргам Айвазян. Гохтн // Памятники армянской архитектуры Нахичеванской АССР. — Ер: Айастан, 1981. — С. 8-9. — 237 с.
  5. Новосельцев А., Пашуто В., Черепнин Л. Пути развития феодализма. — М.: Наука, 1972. — С. 47.:
  6. (სომხური) Anon. Գողթն (Goght'n). Armenian Soviet Encyclopedia Yerevan: Armenian Academy of Sciences, 1977, vol. 3, p. 151.