შინაარსზე გადასვლა

გოქთურქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბილგე კაგანის ძეგლის სტელა წარწერებით ორხონის მუზეუმში

ძველი თურქები ან გოქთურქები — ცენტრალური აზიაში მნიშვნელოვანი ეთნიკური ერთობა, რომლებიც თურქთა სახაკანოს ბირთვს წარმოადგენდნენ. ისინი ალთაის რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობასა და აშინას ტომის შერწყმით ჩამოყალიბდნენ.[1] ამ პროცესმა შერეული კავკასიოიდურ-მონღოლოიდური ტიპი წარმოშვა, რის გამოც დასავლეთისკენ მიგრაციისას ძველ თურქებს ერთდროულად ჰქონდათ მონღოლოიდური ნიშნებიც და ბრაქიკრანიალური კავკასიოიდური კომპლექსიც.[2]

ტერმინოლოგია და ეთნონიმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერები ძველი თურქების დასახელებისთვის სხვადასხვა ტერმინს იყენებენ. ლ. ნ. გუმილიოვმა შემოიღო ტერმინი თურქუთები, ხოლო ჩინურ წყაროებში ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც „ტუჯუე“ (突厥), საიდანაც გაჩნდა სახელწოდებები „ტიუგიუს თურქები“ და „ტუგიუს“. ორხონის წარწერებში ჩანს ტერმინი „კოკ თურქი“ (kök türk), რომელსაც ზოგიერთები „ლურჯ თურქებად“ ან „ზეციურ თურქებად“ თარგმნიან. თანამედროვე არქეოლოგიაში ასევე გამოიყენება განსაზღვრება „ალთაელი თურქები“ – სახაკანოს ჩრდილოეთ ტერიტორიების მოსახლეობის აღსანიშნავად.[3]

ეთნონიმი „თურქი“ (𐱅𐰇𐰼𐰰) პირველად 542 წელს ჩინურ მატიანეებში ფიქსირდება.[4] ევროპაში თურქების შესახებ ცნობები ბიზანტიელი ისტორიკოსების, მენანდრესა და თეოფანეს ნაშრომებიდანაა ცნობილი, რომლებიც აღწერენ ხაგან სილზიბულის დესპანობას კონსტანტინოპოლში 568 წელს.[5] ტერმინი გავრცელდა მრავალ ენაში – სოღდურში (twrk), არაბულად (ترك), ბერძნულად (τούρκοις), სანსკრიტში (turuška) და სხვ.[6]

მმართველი ტომი და წარმოშობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი თურქების მმართველი აშინას ტომი იყო. ჩინური მატიანეების მიხედვით, ისინი ჰუნების შთამომავლები იყვნენ [20][21]. ალთაიში მათ გარშემო ჩამოყალიბდა ალიანსი, რომელმაც მიიღო სახელი „თურქი“. VI საუკუნემდე ისინი დაქვემდებარებულნი იყვნენ ჟუან-ჟუანებს. ორხონის წარწერებში ჩნდება გამოთქმა „თურქული ხალხის მარადიული ელ“, რომელიც სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებას აღნიშნავს.[7]

პალეოანთროპოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ძველი თურქები შერეული რასობრივი ტიპის იყვნენ – აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მონღოლოიდური ნიშნები დომინირებდა, ხოლო დასავლეთში კავკასიოიდური. ბერელის ტიპის სამარხებში (IV–V სს.) დაფიქსირდა ცხენით დაკრძალვის ტრადიცია, რაც ალთაელი თურქების ერთ-ერთ მთავარ რიტუალად იქცა.[8][9]

თურქუთის სამარხის 6 ნიმუშის გენეტიკურმა კვლევამ შემდეგი შედეგები გამოიღო: ორ დამარხულ ინდივიდს ჰქონდა ჰაპლოჯგუფი J2, თითო წარმომადგენელს ჰქონდა ჰაპლოჯგუფები J1 და R1a, ხოლო ორი მიეკუთვნებოდა ჰაპლოჯგუფ C-ს. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ცენტრალური აზიის ისტორიის თურქუთის პერიოდში რეგიონში დაფიქსირდა დასავლეთ ევრაზიული გენეტიკური კომპონენტის ზრდა და ასევე გავრცელდა ჰაპლოჯგუფები R1a და J2[39].[10]

ეკონომიკა და კულტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბალბალი

თურქები ძირითადად მესაქონლეობით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა მათ ჰქონდათ სარწყავი მიწათმოქმედება, ბაღები, ვენახები და ბოსტნეულიც კი. არაბული წყაროები აღნიშნავენ, რომ თურქებს შორის ცხოვრობდნენ როგორც მომთაბარეები, ასევე ქალაქების მკვიდრნი. მათ ჰქონდათ განვითარებული რკინის მეტალურგია და თექის იურტებში ან ხის საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ.[11]

ძველი თურქების რელიგია იყო თენგრიზმი – უმაღლესი ღვთაება თენგრი, ხოლო სხვა ღმერთებს შორის გამოირჩეოდნენ უმაი და იდუკ იერ-სუ.[12] თურქთა სახაკანოს მნიშვნელოვანი კულტურული ნიშნები იყო ბალბალები – ქვის სვეტები, რომლებიც გარდაცვლილის სტატუსს უსვამდა ხაზს. ზოგი ბალბალი 2–3 კმ-ზე იდგა.[13]

ორხონის რუნული წარწერები, რომლებიც იოლიგ თეგინმა შექმნა VII–VIII საუკუნეებში, გვიჩვენებს თურქების ისტორიულ თვითშეგნებას და კულტურულ დონეს. მათ მიერ შექმნილი მავზოლეუმები და მონეტები ასახავს ძველი თურქების პოლიტიკურ ორგანიზაციას და მაღალ მატერიალურ კულტურას.[1]

  1. 1 2 Тюрки. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-08-27. ციტირების თარიღი: 2025-08-01
  2. ↑ Алексеев В. П., Гохман И. И. Антропология азиатской части СССР. — М., 1984, გვ. 94.
  3. ↑ Формирование и развитие раннесредневековых археологических культур Южной Сибири.
  4. ↑ Акишев К. История Казахстана, 1996 (1-ლი ტომი). გვ.296
  5. ↑ В начале четвертого года царствования Юстина в Византию прибыло посольство от турок. (მენანდრე. 18-ე თავი)
  6. ↑ Golden P. An introduction to the history of the Turkic peoples: Ethnogenesis and state-formation in medieval and early modern Eurasia and the Middle East, Wiesbaden: O. Harrassowitz: 1992, გვ. 117.
  7. ↑ Советская этнография, 1968, № 1, С.100
  8. ↑ В. П. Алексеев, Основные этапы истории антропологических типов Тувы, — СЭ, 1962, 3, გვ. 49—58
  9. ↑ Гаврилова А. А. Могильник Кудыргэ как источник по истории алтайских племен. М.-Л., 1965, გვ. 54—57.
  10. ↑ Choongwon Jeong, View ORCID ProfileKe Wang, Shevan Wilkin, William Timothy Treal Taylor, Bryan K. Miller, Sodnom Ulziibayar, Raphaela Stahl, Chelsea Chiovelli, Jan H. Bemmann, Florian Knolle, Nikolay Kradin, Bilikto A. Bazarov, Denis A. Miyagashev, Prokopiy B. Konovalov, Elena Zhambaltarova, Alicia Ventresca Miller, Wolfgang Haak, Stephan Schiffels, Johannes Krause, Nicole Boivin, Erdene Myagmar, Jessica Hendy, Christina Warinner. A dynamic 6,000-year genetic history of Eurasia’s Eastern Steppe
  11. ↑ Асадов Ф. М. Арабские источники о тюрках в Раннее Средневековье. — 1993. — ISBN 5—8066—0343-1.
  12. ↑ Стеблева И. В. К реконструкции древнетюркской религиозно-мифологической системы//Тюркологический сборник. М, 1971.
  13. ↑ Грач А. Д. Каменные изваяния Западной Тувы Архивная копия от 3 апреля 2016 на Wayback Machine. Сб. МАЭ 16 (1955).