გოტიე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
გოტიე (ლათ. Galterius) — XII საუკუნის მოღვაწე, ანტიოქიის სამთავროს კანცლერი, ჯვაროსნული ომების მონაწილე. ავტორი ქრონიკისა „ანტიოქიის ომები“ (Bella Antiochena), რომელშიც გადმოცემულია ანტიოქიის სამთავროს ისტორია 1119-1126 წლებში. საინტერესოდ მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მეთაურობით დიდგორის ბრძოლაში (1121 წლის 12 აგვისტო) ქართველთა გამარჯვებას. მხოლოდ მის თხზულებაშია შემონახული იმ მოწოდების ტექსტი, რომლითაც დავით IV-მ ბრძოლის დაწყების წინ მიმართა თავის მოლაშქრეებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბადრიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 125.
- ბადრიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 236.
- ავალიშვილი ზ., ჯვაროსანთა დროიდან (ოთხი საისტორიო ნარკვევი), პარიზი, 1929;