გოსპლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბჭოთა კავშირის
კომპარტია
სსრკ
პარტიის ორგანიზაცია
ლიდერები
სხვა თემები

გოსპლან (რუს. Госпла́н [gʌˈsplan]) — საბჭოთა კავშირის ეკონომიკური დაგეგმვის კომიტეტი. სიტყვა „გოსპლან“ არის რუს. Государственный комитет по планированию (დაგეგმვის სახელმწიფო კომიტეტი) აბრევიატურა. მისი ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება ხუთწლიანი გეგმების შექმნა იყო.

ორგანიზაცია შეიქმნა 1921 წლის 22 თებერვალს, ამავე წლის რსფსრ-ის სოვნარკომის დადგენილებით. 1923 წლის 21 აგვისტოს სსრკ-ის ჩამოყალიბებით, სსრკ-ის შრომისა და თავდაცვის საბჭოსთან (СТО СССР, Совет Труда и Обороны СССР) დაფუძნდა სსრკ-ის სახელმწიფო დაგეგმვის კომისია. აბრევიატურა „გოსპლანი“ 1921 წლიდან გამოიყენება.

თავდაპირველად გოსპლანს მრჩეველის როლი ჰქონდა. მისი მიზანი კავშირის რესპუბლიკების გეგმების კოორდინაციო და საერთო საკავშირო გეგმის შექმნა იყო. 1925 წლიდან გოსპლანმა დაიწყო საერთო ყოველწლიური ეკონომიკური გეგმების შექმნა, რომელიც „საკონტროლო ციფრებით“ (контрольные цифры) იყო ცნობილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]