გორმაღლის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორმაღლის ქედი
კოორდინატები: 42°38′16″ ჩ. გ. 42°56′52″ ა. გ. / 42.638000° ჩ. გ. 42.948000° ა. გ. / 42.638000; 42.948000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ცაგერის მუნიციპალიტეტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი გორმაღალი
სიმაღლე 1728 
ამგებელი ქანები კირქვა და ქვიშაქვა
გორმაღლის ქედი — საქართველო
გორმაღლის ქედი
გორმაღლის ქედი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
გორმაღლის ქედი

გორმაღლის ქედიქედი საქართველოში, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.

წარმოადგენს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ განშტოებას, მდინარე რიონისა და მისი მარჯვენა შენაკადების ლაჯანურისა და ასკისწყლის აუზების წყალგამყოფს. უმაღლესი მწვერვალები: გორმაღალი (1728 მ), ლაილაში (1640 მ), გველისთავი (1465 მ). აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]