გორმაღალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორმაღალა — ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი საქართველოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 200 მ, სამტრედიიდან 20 კმ.

მცენარეული საფარი — მარადმწვანე ფოთლოვანი ტყე. ჰავა ძლიერ რბილია, იცის უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 4,7°C) და ძლიერ თბილი, ნოტიო ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23,3°C); ნალექები წელიწადში 1526 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ქლორიდულ-სულფატური, ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის ქვედა კიდურების დაავადებების სამკურნალოდ. მკურნალობა ამბულატორიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]